"ახალი სეზონი, ახალი ოცნებები, ახალი მიზნები" - ხვიჩამ სამედიცინო შემოწმება გაიარა

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიამ ნაკრებებიდან დაბრუნებულ სხვა ფეხბურთელებთან (ალექს მერეტი, ჯოვანი დი ლორენცო, ალესანდრო ბონჯორნო, სტანისლავ ლობოტკა, მაიკლ ფოლორუნშო) ერთად "ნაპოლიში" სამედიცინო შემოწმება გაიარა.

ჯერ უცნობია, რა პირობებით განაახლებს კვარაცხელია კონტრაქტს და საერთოდ განაახლებს თუ არა, თუმცა სურათებიდან ჩანს, რომ ჩინებულ ხასიათზეა და "ინსტაგრამზე" პოსტი გამოაქვეყნა: "ახალი სეზონი, ახალი ოცნებები, ახალი მიზნები".

ქართველი დღეს მწვრთნელს, ანტონიო კონტეს შეხვდება და მისი ხელმძღვანელობით პირველად ივარჯიშებს. გუნდი კასტელ-დი-სანგროში მეორე შეკრებას დაიწყებს, სამ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს, 10 აგვისტოს თასზე "მოდენას" უმასპინძლებს, 18 აგვისტოს კი სერია A-ს
პირველ ტურში სტუმრად "ვერონას" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 6 /
წარმატება და ჯამთელობა ჩვენ ბიჭს. კარგი და ხალისიანი ხასიათი ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია, კვარას ღიმილს და ხალისს ვუსურვებ, ჯანმრთელობასთან ერთად, სეზონის დსაწყვებად.
G.LA
15:54 25-07-2024
0
პსჟ ნახევარფინალს ან ფინალს ყველა ვარიანტში ითამაშებს ახალ სეზონში ხვიჩა კიდე ტორინო ან ლაციოს ლომი.
8
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული