ფაბრიციო რომანომ კვარაცხელიას პსჟ-ში შესაძლო ტრანსფერს პასუხი საბოლოოდ გასცა

AutoSharing Option
ცნობილმა და გავლენიანმა იტალიურმა სპორტულმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ თავის ბოლო The Here We Go Podcast-ში ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში შესაძლო ტრანსფერს პასუხი საბოლოოდ გასცა. როგორც ის აღნიშნავს, გადაწყვეტილი ამბავია, რომ ქართველი "ნაპოლიში" დარჩება.

"პსჟ-ის ოცნება იყო კვარაცხელიას ყიდვა, მაგრამ კონტეს და განსაკუთრებით, პრეზიდენტ დე ლაურენტისის დარწმუნება შეუძლებელი გახდა... ამის შედეგად ქართველი "ნაპოლიში" დარჩება.

პარიზელებს თავდაპირველად ხვიჩა+ოსიმენი სურდათ, მაგრამ ეს ამბავი აღარ გამოვა", - აღნიშნავს რომანო.

ინფორმაციისთვის, პსჟ "პარტენოპეიდან" ახლა მხოლოდ ვიქტორ ოსიმენის დამატებას ცდილობს, მაგრამ ეს მოლაპარაკებებიც ჩიხშია შესული.
მკითხველის კომენტარები / 9 /
xo sjobda sharshan osimens ar gaegrdzelebina kontraqti napolistan da exla tavisufali iqneboda.... viro madlio zustad lavrentazea natqvami. gaugrdzela kontraqti albat osic daxarbda ramdenime milionit met xelpas da exla cxvirshi adens. amitom kvaram arunda gaagrdzelos kontraqti
roni
20:10 24-07-2024
4
2029 მდე უნდა გააფორმოს კონტრაქტი. 10 მილიონი ხელფასი და 150 მილიონი გამოსასყიდი 2025 წლის ზაფხულის შემდეგ. ეს იმიტომ კი არა რომ ფულია მთავარი. იმიტომ რომ ლავრენტამ კვარაზე აგდებით არ ილაპარაკოს როგორც ადრე შვრებოდა.
roma bejanidze
16:18 24-07-2024
6

სიახლეები პოპულარული