El Nacional: ედერსონს ერთი სული აქვს, არაბეთში როდის გაემგზავრება - "სიტი" მის შემცვლელად მამარდაშვილს განიხილავს

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტი" "ვალენსიას" მეკარის, გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერით ინტერესდება. ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური გამოცემა El Nacional-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, "ქალაქელები" "ღამურებს" ქართველის თაობაზე იმ შემთხვევაში დაუკავშირდება, თუ "სიტის" ედერსონ მორაეში დატოვებს.

"სიტის", დიდი ალბათობით, ედერსონ მორაეში დატოვებს, ბრაზილიელს ერთი სული აქვს, არაბეთში როდის გაემგზავრება. მას კონტრაქტი უკვე მაგიდაზე უდევს და კლუბებს შორის საბოლოო შეთანხმებას ელოდება.

ედერსონს სურს, რომ "ქალაქელებმა" მის გეგმებს ხელი არ შეუშალოს და ტრანსფერს წინ არ დაუდგეს. თავის მხრივ, პეპ გვარდიოლას ბრაზილიელის შემცვლელი უკვე შერჩეული ჰყავს. საუბარი ლა ლიგაში
მოთამაშე გიორგი მამარდაშვილზეა.

ქართველი მეკარე უკვე რამდენიმე სეზონია მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა და ევროპის ჩემპიონატზე, ალბათ, ტურნირის საუკეთესო მეკარეც გახლდათ, გრანდებს კი მისი ასპარეზობა შეუმჩნეველი არ დარჩენიათ. გვარდიოლა თვლის, რომ თუ გიორგი ფეხით თამაშს გააუმჯობესებს, მსოფლიოში საუკეთესო გახდება", - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, გიორგი მამარდაშვილს "ვალენსიასთან" მიმდინარე ხელშეკრულება 2027 წელს ეწურება.

alt"ჩელსი" 22 წლის მეკარის შეძენასთანაა ახლოს და ამით ლონდონურ გუნდში მამარდაშვილის ტრანსფერი გამოირიცხება

altმამარდაშვილი "ატლეტიკოში" გამოირიცხა? - მადრიდელები თანაქალაქელის მეკარის დამატებაზე მუშაობენ

altგიორგი მამარდაშვილი მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული მეკარე გახდა - როგორ შეიცვალა ქართველი ფეხბურთელების ფასები ევრო 2024-ის შემდეგ?

მკითხველის კომენტარები / 14 /
სიტი,,, ნეტა მართლა.
KAXA
16:44 26-07-2024
0
ხოოოო, აი ეს კი ძალია მაგრად გამიხარდება. ნეტავ მართლა სიტიში ვიხილოთ ჩვენი მამარდა.
G.LA
15:33 26-07-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული