განახლებული მონაცემების მიხედვით, საქართველოს ნაკრებისა და "ვალენსიას" კარის დარაჯი გიორგი მამარდაშვილი მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული მეკარეა. "ჯვაროსნების" მეკარის სატრანსფერო ფასი ამჟამად 45 მილიონ ევროს შეადგენს.
"მეცის" ფორვარდის, გიორგი მიქაუტაძის სატრანსფერო ფასი ევროპირველობის შემდეგ 5 მილიონი ევროთი გაიზარდა და 20 მილიონ ევროს შეადგენს. Geo Team-ის ინფორმაციით, "ლიონი" მისი ტრანსფერის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას სულ მალე გაავრცელებს.
"ნაპოლის" გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ღირებულება არ შეცვლილა და კვლავ 80 მილიონ ევროს შეადგენს.
ევროპის ჩემპიონატის შემდეგ გაიზარდა "ლევანტეს" ნახევარმცველის,
"უოტფორდის" ნახევარმცველის, გიორგი ჩაკვეტაძის სატრანსფერო ფასი მარტის შემდეგ უცვლელია და 2.50 მილიონ ევროს შეადგენს.
ასევე მარტის მონაცემების შემდეგ უცვლელია "შტურმის" ნახევარმცველის, ოთარ კიტეიშვილიც სატრანსფერო ღირებულებაც და კვლავ 5 მილიონ ევროს შეადგენს.
"აპოელის" მცველის, ლაშა დვალის სატრანსფერო ფასი 1.5 მილიონ ევრომდე გაიზარდა, "კრაკოვიას" კაპიტნის, ოთარ კაკაბაძის ფასი კი - 1 მილიონ ევრომდე.
გასახარი სიახლეები და უსაზღვრო სიყვარული სამშობლოსთვის თავდადებამ მოუტანათ!ეს დიდი მოტივაციაა ყველა სპორტსმენისა თუ ნებისმიერი ქართველისთვის!
საქართველოსთვის, ქართველებო!!!