El Nacional: ედერსონს ერთი სული აქვს, არაბეთში როდის გაემგზავრება - "სიტი" მის შემცვლელად მამარდაშვილს განიხილავს

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტი" "ვალენსიას" მეკარის, გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერით ინტერესდება. ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური გამოცემა El Nacional-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, "ქალაქელები" "ღამურებს" ქართველის თაობაზე იმ შემთხვევაში დაუკავშირდება, თუ "სიტის" ედერსონ მორაეში დატოვებს.

"სიტის", დიდი ალბათობით, ედერსონ მორაეში დატოვებს, ბრაზილიელს ერთი სული აქვს, არაბეთში როდის გაემგზავრება. მას კონტრაქტი უკვე მაგიდაზე უდევს და კლუბებს შორის საბოლოო შეთანხმებას ელოდება.

ედერსონს სურს, რომ "ქალაქელებმა" მის გეგმებს ხელი არ შეუშალოს და ტრანსფერს წინ არ დაუდგეს. თავის მხრივ, პეპ გვარდიოლას ბრაზილიელის შემცვლელი უკვე შერჩეული ჰყავს. საუბარი ლა ლიგაში
მოთამაშე გიორგი მამარდაშვილზეა.

ქართველი მეკარე უკვე რამდენიმე სეზონია მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა და ევროპის ჩემპიონატზე, ალბათ, ტურნირის საუკეთესო მეკარეც გახლდათ, გრანდებს კი მისი ასპარეზობა შეუმჩნეველი არ დარჩენიათ. გვარდიოლა თვლის, რომ თუ გიორგი ფეხით თამაშს გააუმჯობესებს, მსოფლიოში საუკეთესო გახდება", - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, გიორგი მამარდაშვილს "ვალენსიასთან" მიმდინარე ხელშეკრულება 2027 წელს ეწურება.

alt"ჩელსი" 22 წლის მეკარის შეძენასთანაა ახლოს და ამით ლონდონურ გუნდში მამარდაშვილის ტრანსფერი გამოირიცხება

altმამარდაშვილი "ატლეტიკოში" გამოირიცხა? - მადრიდელები თანაქალაქელის მეკარის დამატებაზე მუშაობენ

altგიორგი მამარდაშვილი მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული მეკარე გახდა - როგორ შეიცვალა ქართველი ფეხბურთელების ფასები ევრო 2024-ის შემდეგ?

მკითხველის კომენტარები / 22 /
კარგით რა ხალხნო მიქაუტაძის და წიტაიშვილის ამბევის შემდეგ სანამ ხელის მოწერას არ დავინახავ ჩემი თვალით ჭკუა ვისწაცლე რო ეს ჭორები აღარ დავიჯერო
ნოდო
20:01 26-07-2024
1
პეპი ფეხით თამაშს ითხოვსო ისე იძახით გეგონება გუშინაც ერთად იქეიფეთ ,,პეპისთან".ვიღაცისგან რაღაც გაიგეთ და იმეორებთ.ფეხით თამაში რისთვის არის საჭირო იმაზე უკეთესად ვიდრე თამაშობს მამარდა მაშინ თქვით.
Ფეხით თამაში კი არა გამოსვლებზე აქ მოსამატებელი,მაგრამ ჩემი აზრით გამოსვლებზე თამაში დარჩება მამარდას სუსტ წერტილად.იმიტომ რომ განხვავებული ინტუიციაა საჭირო ხაზზე და გამოსვლაზე.მრავალი დიდი მეკარის თამაში მინახია და ბევრს ვერ ვიხსენებ ვინც თანაბრად ძლიერი იყო ხაზზე და გამოსვლებზე.დასაევი იყო ასეთი.სლავა უკრაინშიკებო და შიგ ევროპელებო დასაევი რუსი არ არი-თათარია.
jordan beli
19:54 26-07-2024
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული