მამარდაშვილი "ატლეტიკოში" გამოირიცხა? - მადრიდელები თანაქალაქელის მეკარის დამატებაზე მუშაობენ

AutoSharing Option
Defensa Central-ის ინფორმაციით, "ატლეტიკოს" თანაქალაქელი "რეალის" 25 წლის უკრაინელი მეკარის, ანდრეი ლუნინის დამატება სურს, რომელმაც იან ობლაკი უნდა ჩაანაცვლოს.

"როხიბლანკო" 15 მილიონი ევროს გადახდას იყო ყაბულს, თუმცა ეს თანხა "სამეფო გუნდის" პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს ეცოტავა და ამ ეტაპზე მოლაპარაკებები გრძელდება.

მოგეხსენებათ, ერთი ხანობა "ატლეტიკოს" სახელს აქტიურად საქართველოს ნაკრებისა და "ვალენსიას" მეკარე გიორგი მამარდაშვილსაც უკავშირებდნენ.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ძუნწი ორჯერ იხდისო, ასეა ნათქვამი. ლუნინი ამჯობინეს ფასის გამო და ობლაკს როგორ შეცვლის ვნახავ.
G.LA
00:39 24-07-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული