areanapoli აღნიშნავს, რომ ახალი "ნაპოლი" "კვარაცენტრული" (Kvaracentrico) იქნება, რამეთუ მწვრთნელი ანტონიო კონტე გუნდის აშენებას ხვიჩა კვარაცხელიას გარშემო აპირებს, ქართველი მისი ნდობით კმაყოფილია, წლიურ გასამრჯელოდ 5 მილიონ ევროზე მეტი შესთავაზეს, თავად 8 მილიონს ითხოვს და თუ კონტრაქტის 2029 წლის ზაფხულამდე განახლებაზე არ დათანხმდა, ძველი პირობებით დარჩენა მოუწევს.

ნეაპოლური გამოცემების ცნობით, ვარჯიშზე კონტემ ფეხბურთელები გატანჯა, კვარაცხელიას ზურგზე მცირე პრობლემა შეექმნა, თუმცა ექიმებმა დახმარება აღმოუჩინეს და მოედანზე დაბრუნდა.

"გაძეტა დელო სპორტი" წერს, რომ ხვიჩას ანტონიო მისი ტალანტიდან გამომდინარე, აბსოლუტურ ლიდერად მიიჩნევს, გუნდი ქართველისა და ჯოვანი დი ლორენცოს გარეშე ვერ წარმოუდგენია, შეხვედრით ბედნიერია და ახალი სეზონის მათთან ერთად ხალისიანად დაწყება ახარებს:

"ყველას მზერა "კვარასკენაა" მიპყრობილი, ვინაიდან როგორც არასდროს "ნაპოლის" პროექტის სახეს წარმოადგენს. ეს პატარა მინიშნებებით თავიდანვე ნათელი იყო, როდესაც ვიდეოში ტრენტინოს შეკრებას და ახალი სპონსორის ფორმას რეკლამა გაუკეთა და ეს მიუხედავად იმისა, რომ შვებულებაში ყოფნის გამო იქ ფიზიკურად არ იმყოფებოდა. მოკლედ, ჩავარდნილი სეზონის შემდეგ ნეაპოლური რესტარტის და გარანტირებული ამბიციების სიმბოლოა. ცხადია, ის რჩება ახალი ტექნიკური პროექტის მთავარ საყრდენად, რომელიც კონტეს სურდა იმთავითვე ყოველმხრივ დაეკავშირებინა თავის მომავალთან.

ხვიჩა ასევე მემკვიდრეობით მიიღებს ვიქტორ ოსიმენისგან წამყვანი ფეხბურთელის როლს, რომელიც ნეაპოლურ კარიერას ასრულებს. ნიგერიელმა საერთო ჯგუფთან ერთად ტაქტიკურ მეცადინეობაში მიიღო მონაწილეობა, მერე ბაზაზე გულშემატკივრებს მიესალმა და სპორტულ დარბაზში წავიდა. ორი ვარსკვლავი - ერთი მიმავალი და მეორე, რომელმაც "ნაპოლის" მომავალი გზა უნდა გაანათოს. ის პატივისცემის სიტყვებით კმაყოფილია და სურს კონტეს ნდობა დრიბლინგებით, წინამძღოლობით, საგოლე გადაცემებით და გოლებით გადაუხადოს".

ირმა
ჯამაგირი მოუმატეთ!!
Levani
რა ცუდი ბაბუა ეგ ლაურენტესი. კი კარგად ისმის გუნდის ხვიჩაზე აშენება,მაგრამ ასე მოჭერილი პოლოტოკით გუნდი წინ ვერ წავა გინდა კონტე დანიშნე და გინდა მუსოლინი. ზოგჯერ მგონია ბაზაზე რასაც აჭმევენ პროდუქტებსაც იაფ მაღაზიაში ყიდულობენ
Ჯიმა
ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ლუკაკუ რა პონტია? ეგ ხომ მუდმივი ტალანტია რომელმაც პენსიაზე უნდა იფიქროს. მასთან ერთად მომავლის გუნდის აშენება არ გამოვა.
ვანჩოპე
კი, ინტერში გადავიდა. ინტერ მაიამიში
გიორგი
მასე ჩვენც გვყავდა წარსულში უამრავი ბომბარდირი და მოვიწვიოთ მაგალითად შოთამ ცოტა რომ დაიკლოს ხვიჩა რა გადაცემებსაც აკეთებს ლუკაკუზე ნაკლებად არ დაახვედრებს ფეხს ან თავს.
გიორგი
ნაპოლის ფული სჭირდება.
Რერო
ოსიმენს ყიდი და ლუკაკუს იმატებ,ძალიან დიდი უაზრობაა. და ამ პოლიტიკით გახდება ნაპოლი ჩემპიონი? 2 თავით მაღლა დგას ოსიმენი ლუკაკუზე.
დდდ
ინტერში გადავიდა?!...
Saba
100% ამბობ და იმედია ჯუღელიც ხვდება მაგდენს. სკამზე დასვავენო ვინც ამბობს სულ მცირე ნეაპოლში არ არის ნამყოფი
გია_544
სიტყვებით ამკებენ, გასამრჯელოს აკლებენ! არ უნდა დაგიყოლიოს უმადურმა...
ჯონდო
ერთი, რომ კონტრაქტზე ხელმოწერა არავის დაუძალებია, მოაწერა ნება იბოძოს და შეასრულო, მეორე არ ითამაშებს და დაჯდება სკამზე და მერე ვნახოთ ვის მოუნდება მისი ყიდვა, და ბოლო ლუკაკუ ბელგიის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია, ასე, რომ მისი ასე მოხსენიებიდანაც ჩანს რა მაგრა ერკვევევით ფეხბურთში.
მურთაზი
ეგ ნიშნავს რომ კარიერას გაინადგურებს საკუთარი ხელით. პირიქით, მოედანზე ყოველთვის 100%-ით უნდა ითამაშოს და დაფასებაც მაშინ მოვა. უნდა აჩვენოს რომ სტაბილურად კარგი მოთამაშეა და ყველაფერი მის სასარგებლოდ გადაწყდება.
Walter White
ასეთი "ვირეშმაკული" მიდგომით რომ გვინდა ცხოვრება, იმიტომაცაა ჩვენი ქვეყანა ასეთ მდგომარეობაში. თუ გაგიგიათ საერთოდ ტერმინი კონტრაქტი? ხოდა იქ გაწერილი ჰქონდათ 1,5 მილიონი წლიური ანაზღაურება ( + ბონუსები). ამჟამად ლაურენტისი სთავაზობს 5,5 მილიონს ( ისევ+ ბონუსებით) და რატომ არის "წუწურაქი, უმადური...."? აიძულა კონტრაქტზე ხელის მოწერა? ვინც ასეთი "ბიზნესმენი" ქომაგები ხართ, ზუსტად ის ხალხი ხართ, რომლებიც "რუბინში" მის 200000 დოლარიან ხელფასა მიიჩნევდით - უზარმაზარ ფულს უხდიანო. ცოტა ობიექტურობა არის საჭირო.კონტრაქტი კონტრაქტია და ორივე მხარე უნდა იცავდეს პირობებს.
ქომაგი
მძორ და არაფრისმკეთებელ ლუკაკუს 6 მილიონი + ბონუსები შესთავაზა ნაპოლის და ხვიჩასათვის, რომელსაც ეუბნება კლუბის სახე და წამყვანი ფეხბურთელი ხარო 4,5მილიონზე მეტს ვერ იმეტებს წუწურაქი ლაურენტისი. შეითანხმდეს ხვიჩა წინასწარ რომელიმე კლუბს (მაგ. პსჟ-ს) უფასოდ გადასვლის შემთხვევაში ისეთ თანხაზე(ე/წ ,,პადიომნი") რაც დაბალანსება ნაპოლის წუწურაქობას, არ გაუფორმოს ახალი კონტრაქტი ნაპოლის და მსუბუქად სიამოვნებისათვის ჩაამთავროს სეზონი, ტრავმებს აარიდოს თავი და სეზონის ბოლოს ფასი რომ დაეცემა მერე მიხვდება წუწურაქი ლაურენტისი რომ უნდა გაეშვა
რანგნიკი: ამიტომ მოიგო პსჟ-მ კვარაცხელიასთან და არა მბაპესთან, მესისთან და ნეიმართან ერთად ჩემპიონთა ლიგა
"ლეიკერსის" საჩუქარი ხვიჩას - პსჟ ტურნირიდან გამოვარდნის საშიშროების წინაშეა
ჩაკვეტაძე "უოტფორდში" ვადამდე დაბრუნდა - გადავა პრემიერლიგის გუნდში?
დევიდი შეიძლება თურქეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდეს
პოგბა მალე "მონაკოს" ფეხბურთელი გახდება
"ალ ჰილალს" "ნაპოლის" კიდევ ერთი ვარსკვლავის შეძენა უნდა
უარი "შტუტგარტის" მოთხოვნებზე - "რეალი" შტილერს აღარ შეიძენს
"ალონსოს მოსვლის შემდეგ, თავს მნიშვნელოვან ფეხბურთელად ვთვლი" - არდა გიულერი
"ლესტერი" ვან ნისტელროის გაათავისუფლებს
40 წლის კაზორლას გოლი - "ოვიედო" ლა ლიგაში დაბრუნდა
"ნაპოლი" ორი ნახევარმცველის შენარჩუნებას შეძლებს
"პორტუგალიასთან მატჩამდე, კვარა ჩემთან მოვიდა და მითხრა..." - ვილი სანიოლი
"აქ ტიტულების მოსაგებად მოვედი" - "დილას" მწვრთნელი კონფერენს ლიგის კენჭისყრაზე
გოჩოლეიშვილი "შახტარში" ბრუნდება - ლაცაბიძეს ისევ იჯარით გაუშვებენ
20 წ. | იტალიაში გასამგზავრებლად 30 შეირჩა
ლატვიაში დასრულებულ ამხანაგურ ტურნირში საქართველომ A დივიზიონის წევრი ფინეთი დაამარცხა
კვარაცხელიას უკრაინელი თანაგუნდელი ეყოლება - პსჟ-მა ძაბარნის ტრანსფერზე შეთანხმებას მაინც მიაღწია
ბუფონის მიერ დაბლოკილი მოურინიო - როგორ გახდა იტალიის ნაკრების მწვრთნელი გატუზო
ანტონიო კონტემ "ნაპოლიში" დარჩენის მიზეზი განმარტა
მორატას ისევ სერია A-ში უხმობენ - ალვარომ შესაძლოა, მესამე იტალიური გუნდის მაისური მოირგოს
"ნაპოლის" კონკურენტი გამოუჩნდა - სანჩოს გადაბირება სერია A-ს სხვა კლუბმაც მოისურვა
ოფიციალურად: ედინ ჯეკო სერია A-ს დაუბრუნდა
მამარდაშვილის "ლივერპულის" სუპერ ტრანსფერი - სარეკორდო კლუბში და სულ მალე ბრიტანეთშიც
ცნობილია, რატომ თქვა ოსიმენმა 40 მილიონზე უარი - ნიგერიელის მომავალი მოულოდნელად ვითარდება
"ნაპოლის" "ბრაიტონიდან" კიდევ ერთი ნახევარმცველის წაყვანა სურს
"ლიონის" პრეზიდენტმა პსჟ-ის დამარცხებით ძალიან გაიხარა
[VIDEO] ხელჩართული ჩხუბი პსჟ-ის მატჩის მიმდინარეობისას - კვარაცხელიას გუნდის შეხვედრაზე ტრიბუნაზე მძიმე სანახაობა ვიხილეთ
ყველა დროის 100 ძვირადღირებული ტრანსფერი - სიაში ხვიჩა კვარაცხელიაცაა
"მათთვის ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა იგივეა, რაც პრემიერლიგის მოგება" - კონტე "ტოტენჰემზე"
"ნაპოლის" კონკურენტი გამოუჩნდა - სანჩოს გადაბირება სერია A-ს სხვა კლუბმაც მოისურვა
ანტონიო კონტემ "ნაპოლიში" დარჩენის მიზეზი განმარტა
კვარაცხელიას უკრაინელი თანაგუნდელი ეყოლება - პსჟ-მა ძაბარნის ტრანსფერზე შეთანხმებას მაინც მიაღწია
"ნაპოლი" აღარ ხუმრობს - კონტე ამ ორი ფორვარდიდან ერთ-ერთს ითხოვს
კონტემ თავისი გაიტანა - დი ლორენცომ "ნაპოლიში" დარჩენა გვაუწყა, ხვიჩას ამბავიც თითქმის საბოლოოდ გადაწყდა
ლი სასტარტოში, დრო დემბელეს და მესისთან დაპირისპირების გაზრდილი შანსი
ოსიმენის უარის შემდეგი "ალ-ჰილალიი" კიდევ 2 ბომბარდირს მიადგა - ინძაგის გუნდი ტრანსფერს ჩქარობს
"ნუთუ ამაზეც უარს იტყვის?!" - "ალ ჰილალის" სუპერ შეთავაზება ოსიმენს
იტალიაში დიდი სამწვრთნელო ცვლილებებია - სერია A-ს ბევრ გუნდს ახალი დამრიგებელი ეყოლება
საბოლოო უარი - ოსიმენი კვლავ ამჟამინდელ კლუბში რჩება?
"გამიმართლა, რომ შენთან ერთად ვითამაშე" - დი ლორენცო კვარაცხელიას გამოემშვიდობა
"დე ლაურენტისი კვარაცხელიაზე ამას შემპირდა..." - რა განაცხადა ანტონიო კონტემ ქართველზე?
სიტუაცია შეიცვალა - რას შეპირდა დე ლაურენტისი კონტეს?
ოსიმენს იტალიაში დასაბრუნებლად ახალი ვარიანტი გამოუჩნდა? - ნიგერიელის სატრანსფერო საგა გრძელდება
"ნაპოლიში" დარჩენით დიდი შეცდომა დაუშვა" - კასანომ "პარტენოპეის" ფეხბურთელზე ისაუბრა
"გალას" ქომაგებს ყურს არ უგდებს - ოსიმენი ახალ კლუბთან ახლოსაა
პსჟს მატჩის დღე! გუნდისა და "კვარას" ფორმაში ყოფნა გრძელდება
[VIDEO] დიდებული დახვედრა - როგორ შეხვდნენ ნეაპოლში სამედიცინო შემოწმებაზე ჩასულ დე ბრუინს "პარტენოპეის" ფანები
"ნაპოლიმ" მნიშვნელოვანი ტრანსფერები შეათანხმა - "პარტენოპეი" ძლიერდება და კონტეს მიზანი ჩემპიონობა იქნება
"ამას მხოლოდ კონტე თუ მოახერხებდა" - "ნაპოლის" კაპიტანი სკუდეტოს მოგების შემდეგ
ცნობილია ის ოთხი ფეხბურთელი, რომელთა შეძენაც კონტემ დე ლაურენტისს მოსთხოვა