"კვარამ" თავის პირველივე მატჩში გაიტანა - "ნაპოლიმ" გაიმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ამხანაგურ მატჩში „ნაპოლიმ“ ალბანეთის „ეგნატია“ 4:0 დაამარცხა.

მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ხვიჩა კვარაცხელია სასტარტოში დააყენა, ის ძალინ აქტიური იყო, თითქმის ყველა შეტევა მისი მონაწილეობით წარიმართა, 21-ე წუთზე სტანისლავ ლობოტკას პასი მიიღო, მარცხენა ფრთიდან საჯარიმოში შეიჭრა და მეტოქის კარი დალაშქრა. შემდეგ გოლი მატეო პოლიტანომ გაიტანა.

მეორე ტაიმში კონტემ მთელი შემადგენლობა შეცვალა, „ნაპოლიმ“ უპირატესობა გაზარდა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

მომდევნო საკონტროლო შეხვედრას ნეაპოლური გუნდი ამავე სტადიონზე, 31 ივლისს ფრანგულ „ბრესტთან“ ჩაატარებს.

კასტელ დი სანგრო. „ტეოფილო პატინი“
ნაპოლი - ეგნატია 4:0
გოლები: 1:0 კვარაცხელია
(21), 2:0 პოლიტანო (29), 3:0 სიმეონე (51), 4:0 ნგონჟი (68)

ნაპოლი (პირველი ტაიმი): მერეტი, დი ლორენცო, რაჰმანი, ნატანი, მაზოკი, ანგისა, ლობოტკა, სპინაცოლა, პოლიტანო, კვარაცხელია, ჩედირა

ნაპოლი (მეორე ტაიმი): კაპრილე, რაფა მარინი, ბონჯორნო, ჟუან ჟეზუსი, ძერბინი, იაჩარინო, ფოლორუნშო, მარიო რუი, ნგონჟი, რასპადორი, სიმეონე

altორი საგოლე პასი წელიწადში - "ნაპოლი" შოტლანდიის ნაკრების ფეხბურთელის შეძენას ცდილობს

alt"ნაპოლიმ" ექვსჯერ განათხოვრებულ ფეხბურთელს კონტრაქტი გაუგრძელა

მკითხველის კომენტარები / 14 /
მხოლოდ ამ ბურის მიღებაში და დარტყმაში ჩანს მისი უდიდესი კლასი და ესთეტიკა, რომც არ გასულიყო სიამოვნებაა ყურება. ეს აკლია თანამედროვე ფეხბურთს და კვარა არის ის იშვიათი გამონაკლისი, რომელიც გვაჩვენებს რომ ფეხბურთი მხოლოდ ტაბლოზე ანგარიში არ არის.
???
29 ივლისი 2024 12:44
1
ოსიმენი ჩემოდნებზე ზის?
ლაშა
29 ივლისი 2024 11:00
2
აბა 7 ნომრიანი მაისურიო? მე გამიხარდებგა თუ არ გამოცვლის. 7 ბევრი ვარსკვლავი ყოფილა და 77-ზე ეგრევე კვარას გაიხსენებენ.
ქომაგი
29 ივლისი 2024 10:50
2
აი კიდევ ერთი მიზეზი რატომ უნდა წამოვიდეს კვარა მანდედან-მთელი ინტერნეტი გადავქექე და ვერსად ვერ ვნახე ამ თამაშის ლინკი @ სადაც აქამდე ვუყურებდი ნაპოლის ამხანაგურ თამაშებს ისინიც დაუბლოკია იმ ბებერ ფულის ღორს @ ყველაფერზე ფულის კეთება უნდა@ ვარჯიშებზეც კი ბილეთებს ყიდის ! და თანაც ისეთ ფასებს ადებს იქაურები აპროტესტებენ--ლამის ჩემპიონატის თამაშების ფასებიაო ! ადრე ვარჯიშებს აჩვენებდა კალჩონაპილი24 და ის ვარჯიშები უკვე 1 წელია დაბლოკა @ არქივიც კი არ იძებნება ნაპოლის (ალბათ ეგეც ფასიანი გახადა)ხანდახან საინტერესოა კვარას მაგარი ძველი თამაშების ყურება მაგრამ ნაპოლის საიტზე არაა ის თამაშები და კვარას 5-6 თამაშს მეტოქე გუნდების არქივებზე ვუყურე ! ასეთი წუწურაქი და ფულის ღორი ჩვენი კაჟაია ბულავაც კი არ იყო ! P.S.ისე არც სენტ-ეტიენიც არ ბრწყინავს მაგ მხრივ--ზურიკოს უმაგრეს სადებიუტო თამაშს ვილიარეალის იუთუბ არხზე ვუყურე . რაღა ასეთ დურაქ გუნდებში გადადიან ჩვენები რაა @
zura222
29 ივლისი 2024 00:40
18
შარშან ამ საიტზეც დაიწერა,რომ ყველაფერს ფასი დაადეს!
სოსო
29 ივლისი 2024 09:16
1
ნაპოლის პრეზიდენტმა იცის როგორ გააკეთოს ბიზნესი საფეხბურთო კლუბით. მაგიტომაც ჰყავს გუნდში 100 მილიონიანი ფეხბურთელები. კლუბი მოგებაზე უნდა მუშაობდეს და არა წაგებაზე.
თქვენ რომ გისმენდეთ, ქართული კლუბების დონეზე იქნებოდა ნაპოლიც.
Modric
29 ივლისი 2024 05:32
4
ყველა გამოხმაურება
ხვიჩა მეორე ტაიმში არ თამაშობდა და როგორ გაიტანდა.
გოლები: კვარა და პოლიტანო 1 ტაიმში
სემიონე და ნგონგე მეორეში
ლადო
29 ივლისი 2024 00:12
1
ლაივბალზე შევედი,80 წუთი მიდიოდა და ანგარიში,4-0 იყო.ეწერა,რომ მესამე გოლიც,52 წუთზე,კვარაცხელიამ გაიტანა.რაც იქ ეწერა,მხოლოდ ის დავწერე.რეპორტაჟი,სამწუხაროდ არ იყო.რომელია სიმართლე არ ვიცი.
სოსო
29 ივლისი 2024 00:07
0
ლივებალლზე კვარას ორი გოლი დაიწერა და რატომ??
გიგი
29 ივლისი 2024 00:04
0
ჩვენიანები არიან ))
საქართველო
29 ივლისი 2024 00:20
1
ფლეშქრზე ორი გოლი წერია კვარას ანგარიშზე
ტოტტი
29 ივლისი 2024 00:03
0
აბა დუბლიო, საიდან მოიტანეთ რა? თუ ამ ჭ კლასის თამაშში ვარი იყო?
ეეე
28 ივლისი 2024 23:59
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული