69 - მიქაუტაძემ "ლიონში" განსაკუთრებული ნომერი აიღო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"მეციდან" "ლიონში" გადასულმა საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ ახალ გუნდში ვარჯიში დაიწყო და მაისურის ნომერიც აირჩია.

bfmtv და footmercato იტყობინებიან, რომ ქართველის ნომერი განსაკუთრებულია - 69. საქმე იმაშია, რომ გიორგი  რონას დეპარტამენტშია (ადმინისტრაციული ცენტრი ლიონი) დაბადებული, რომლის გერბზეც რეგიონის 69 ნომერია გამოსახული.

მიქაუტაძის მაისურები უკვე იყიდება კლუბის მაღაზიებში.

"ოლიმპიკი" 31 ივლისს, საფრანგეთის ქალაქ ბურგუან-ჟალეში ამხანაგურ მატჩში "ტორინოს" შეხვდება და სავარაუდოდ, ქართველის დებიუტი შედგება.

მკითხველის კომენტარები / 13 /
ზოგი ნომერს უწუნებთ, ზოგი წვერს და თქვენ საქმეს და ცხოვრებას რომ მიხედოთ არ გინდათ? ამ საიტზე რომ შემოვდივარ ერთი პატარა ჭორბიურო მხვდება, რით ვერ დაიღალეთ სულ ნეგატიურის წერით. ესეთი წვერი და ეს ნომერი უსწორდება რა თქვენი საქმეა? თქვენთან ვინმე უცნობი რომ მოვიდეს და გითხრათ შენი წვერი არ მომწონს გაიპარსეო რა რეაქცია გექნებათ? ტიპები სხვა რომ ვერაფერს ვეღარ პოულობენ უკვე გარეგნობაზე და ნომერზე მიდგნენ
Xizana
03:15 30-07-2024
0
ეგ წვერი ლამაზად რომ შეიკრიჭო ხოლმე ნაღდად აჯობებს ჟორჟიკ
dato
00:56 30-07-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული