კონტეს ქანცგამწყვეტი ვარჯიშისას კვარაცხელიამ მოედანი დატოვა

AutoSharing Option
Tutto Napoli იტყობინება, რომ "ნაპოლის" მწვრთნელმა ანტონიო კონტემ "ეგნატიასთან" მოგებული ამხანაგური მატჩის მეორე დღეს ფეხბურთელები არ დაასვენა.

კონტემ ნაკრებებიდან დაბრუნებული ფეხბურთელები ჯერ ცალკე ავარჯიშა, თუმცა მთელი გუნდი ძალიან დატვირთა, ბევრი არბენინა და დაღლილი ხვიჩა კვარაცხელია მოედნიდან ექიმის თანხლებით გავიდა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ საშიში არაფერია, უბრალოდ შვებულების შემდეგ დიდი ფიზიკური დატვირთვების გამო კვარაცხელია გადაიღალა. ისე, წესით, შეხვედრის შემდეგ მწვრთნელს მოთამაშეებისთვის აღდგენის საშუალება უნდა მიეცა.

მკითხველის კომენტარები / 25 /
რაც აქმდე იგულავა და ისეირნა....ახლა მიხედავს კონტე...გამოჩნდა რა ფორმაშიც იყო და არის
სიმართლე
30 ივლისი 2024 20:17
30
ბოღმის "ბუკეტები" ხართ!
ნიკა
31 ივლისი 2024 17:08
1
რითი ვერ მოგაწონა თავი?სიმართლეობას რომ იბრალებ,ხანდახან მაინც ხომ უნდა წამოგცდეს,სიმართლე?!
სოსო
30 ივლისი 2024 23:56
0
ყველა გამოხმაურება
ხვიჩას თუ "მოხოდავს" მადლობელი ვიქნებით, მაგრამ რაც არ შეუძლია იმდენს თუ დატვირთავს, ყველამ ვიცით ეს ქართველი ფეხბურთელების უმეტესობისთვის როგორც მთავრდება.
დაუბრუნეთ ღირსება ქართულ ფეხბურთს
30 ივლისი 2024 18:56
4
ძალიან გველური სათაურია
oti
30 ივლისი 2024 15:36
3
თანმხლები ფოტოც არანაკლებია!
ქომაგი
30 ივლისი 2024 20:11
1
ფეხბურთელების სამსახური ვარჯიში და თამაშია. იმიტომ უხდიან მილიონებს, რომ მაგრები იყვნენ, თორემ ვიცით ჩვენ 5 ათას ლარიანი ვითომ ფეხბურთელები..........
ზურა
30 ივლისი 2024 13:05
4
ასეა, როცა მაღალი მიზნებისთვის იბრძვი ფიზიკური კონდიცია და გამძლეობა უმთავრესი ფაქტორებია. კონტე არც სადისტია და არ მანიაკი, უბრალოდ თანამედროვე ფეხბურთში მაღალი ხარისხის ფიზ.მომზადების გარეშე ფონს ვერ გახვალ და ეს ყველაზე კარგად ზუსტად მან იცის. წინა სეზონშიც თვალსაჩინო იყო ის გარემოება, რომ ნაპოლის ფეხბურთელების უმრალვესობა მე-60 წუთისთვის მკვეთრად უკლებდა მოძრაობასა და სისწრაფეებს, ხოლო თუ ამ ორ კომპონენტში მოიკოჭლებ განწირული ხარ. სხვათა შორის კვარასთვისაც დღემდე აქილევსის ქუსლია გამძლეობა, ტექნიკური მოთამაშისთვის კი ეს ძალიან დიდი მინუსია, რადგან შენი ტექნიკა მუშაობს მანამ, სანამ ფეხში ძალა და ე.წ "დიხალკა" იგივე სუნთქვა გაქვს. შეხედეთ ვინისიუსს, საკას, მარტინელის... როცა მათ ხვიჩას ადარებთ, 90 -ე წუთზე იმავე ხარისხით დარბიან და ატყუებენ მოწინააღმდეგეს, როგორც მე - 10 ზე, ამიტომ როდესაც მავანი კვარას რეალის , არსენალისა და ლივერპულის დონის კლუბში გადასვლაზე საუბრობს, იცოდეთ, რომ როგორც მინიმუმ იმავე ფიზიკურ კონდიციაში იყოს, როგორშიც სხვა ტოპ დონის ვინგერები, რაც უმაღლესი დონის ფიზ.მომზადების გარეშე შეუძლებელია.

პ.ს ფეხბურთის და მისი თანამედროვე მოთხოვნილებების არმცოდნეები და კერპთთაყვანისმცემლები ნუ გამოხტებით, თქვენი შეხედულება არაა საინტერესო.
ABARA
30 ივლისი 2024 12:19
3
აბა რას.დიდებული პასუხია.გმადლობ!
სოსო
31 ივლისი 2024 00:01
0
სერიოზული და პასუხისმგებლობის გრძნობით აღსავსე მწვრთნელი როცა მოდის გუნდში ბუნებრივია სტაფიც საკუთარი მოყავს, მათ შორის სამედიცინო პერსონალი. შესაძლოა კარგი და ღვაწლმოსილი სპეციალისტები არ გაუშვას, თუმცა ძირითადად მაინც საკუთარ მოყვანილ ადამინებს ენდობა და აკისრებს პასუხისმგებლობას ფეხბურთელების ჯანმრთელობაზე. ბუნებრივია, კონტემ ძალიან კარგად იცის რას აკეთებს. აქედანვე ცდილობს განსაზღვროს ფეხბურთელების ფიზიკური შესაძლებლობების ზღვარი და მათი კონდიცია 100% ით გამოიყენოს. გასაგებია, რომ ზოგ ფეხბურთელს ფიზიკური მონაცემები, მათ შორის გამძლეობაც ბუნებრივად სხვა დონეზე აქვს, ვიდრე დანარჩენებს და ამ მხრივ განსხვავება იქნება, თუმცა რად უნდა საუბარი იმას, რომ კვარაცხელიას საკუთარი შესაძლებლობების სრულად რეალიზება, მათ შორის ფიზიკურად ჯერ არ მოუხდენია. არის გარკვეული მომენტები, განსაკუთრებით თამაშის მიწურულს, როდესაც დაღლილობის გამო ფეხები იმდენად ეღლება, რომ ვეღარ ახერხებს გვარიანად ფინტის გაკეთებას და 10-20 მეტრიანი სასტარტო სპრინტის მოგებას, შესაბამისად ბრძოლებს აგებს, რაც განსაკუთრებით თვალსაჩინოა მაშინ , როდესაც მის წინააღმდეგ ფიზიკურად ძლიერი და კარგი გამძლეობის მქონე მცველები მოქმედებენ, ამიტომ ამ ნაწილში მოსამატებელი აქვს, პირველ რიგში საერთო გამძლეობა, კუნთის წარმადობა/ფეთქებადი ძალა და მასა აქვს გასაზრდელი, ამის ხარჯზე სისწრაფესაც შეინარჩუნებს და ტექნიკური არსენალის ოპტიმალურად გამოყენებასაც შეძლებს. შესაძლოა ბევრს არ გვსურდა წელს მისი ნაპოლიში დარჩენა, თუმცა ამას დადებითი მხარეც აქვს, რაც სწორედ იმაში გამოიხატება, რომ ხვიჩა მინიმუმ ერთი სეზონით იქნება ისეთი ყაიდის მწვრთნელის ხელში, რომელიც ფიზ.მომზადებას უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს. ეს წაადგება კლუბშიც და ნაკრებშიც, რითაც ყველანი მეტად კმაყოფილნი დავრჩებით.
ABARA
30 ივლისი 2024 17:39
1
ყველა გამოხმაურება
ფიზიკის მომატება, რომ უნდა ხვიჩას ფაქტია, აშკარად უჭირს 60-70 წუთის მერე.
ეეე
30 ივლისი 2024 12:02
2
ყენიასთან გადაღლა არაფერ შუაშია, მაგან დაიზიანა კოჭი და იმას არ მიხედეს სათანადოთ.
alexandreს
30 ივლისი 2024 12:00
1
გადაღლაზე კი არ ვწერ.გაუთავებელი ვარჯიშები, დატვირთვები და ბოლომდე ტრავმა არ ქონდა მორჩენილი ისე ათამაშებდა. ეს იყო მთავარი მიზეზი.
alexandre
30 ივლისი 2024 14:15
0
ვაიმე. მაგათი და ყენია მახსენდება. ასეთი დატვირთვების მერე ვერაფრით ვერ აღიდგინა ჯანმრთელობა(!) ყენიამ, რომელიც გიოს მერე ყველაზე ნიჭიერი იყო საქართველოში. დაგვიფარე უფალო ანალოგიურისგან.
alexandre
30 ივლისი 2024 11:44
8
ქინქლაძის და კვარას შემდეგ ნიჭიერებით ყენიას არ ვიტყოდი, ნიჭიერებით მესამეზე ჭანტურიას დავაყენებდი.სასწაული იყო,უგულოდ არ ტოვებდა მოედანს არასრულწლოვნებში. ნეტა თუ ახსოვს დღეს ვინმეს. აი ზუსტად ასეთი მენტალობის არ უნდა იყოს ფეხბურთელი.
დავიწყებული
30 ივლისი 2024 16:31
0
ლაბანოვსკია რა ! )
კისისხეველი
30 ივლისი 2024 10:47
1
ლაბანოვსკი კი არა, "კალხოზნიკია". უაზრო ტრამვას მიიღებს ვინმე და მერე ნახევარ სეზონს გამოტოვებს.
ზაგალო
30 ივლისი 2024 12:26
10
პატრონი გამოჩენია საბავშვო ბაღს. საღოლ კონტე.
ვანდა ჯიქია
30 ივლისი 2024 10:14
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული