"როდესაც აკრიტიკებთ, ნუ გავიწყდებათ, რომ..." - ფედელემ "კვარაზე" ისაუბრა

AutoSharing Option
"პარმას" ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა და საფეხბურთო აგენტმა ენრიკო ფედელემ, Radio Marte-სთან ინტერვიუში "ნაპოლის" გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

კანავაროს ყოფილი მენეჯერის თქმით, ხვიჩას "პარტენოპეისთვის" კვლავ დიდი სარგებელი მოაქვს.

"ანტონიო კონტემ ნათლად დაგვანახა, თუ რომელი ფეხბურთელის დატვირთვა სურს მოედანზე ყველაზე მეტად. როდესაც კვარაცხელიას კარგი თამაში აქვს, "ნაპოლის" შეჩერება ურთულესია. ზოგჯერ მას აკრიტიკებენ, მაგრამ არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 5 გატანილი გოლი და 3 შედეგიანი პასია.

როდესაც ქართველი გამოჯანმრთელდება და მოედანზე დაბრუნდება, იდეალური იქნება, თუ მეტოქის კართან უფრო ახლოს
ითამაშებს", - განაცხადა ფედელემ.

შეგახსენებთ, ხვიჩამ დაზიანება რამდენიმე კვირის წინ "ლაციოსთან" გამართულ მატჩში მიიღო. Sky Sport-ის ცნობით, ხვიჩა კვარაცხელია იმაზე ადრე გამოჯანმრთელდა, ვიდრე ამას ვარაუდობდნენ და გუშინ საერთო ჯგუფთან ერთად სრულად ივარჯიშა.

გამოცემა წერს, რომ კვარაცხელიამ მარჯვენა მუხლის ტრავმა მოირჩინა, შაბათს "ჯენოასთან" მატჩისათვის მზად იქნება და ახლა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ უნდა გადაწყვიტოს, გენუაში ათამაშოს თუ არა.

თუ კონტე არ გარისკავს და ხვიჩას "ჯენოასთან" შეხვედრის განაცხადში არ შეიყვანს, მას 29 დეკემბერს სახლში "ვენეციასთან" ასპარეზობის საშუალება მიეცემა. გადაწყვეტილებას გუნდის თავკაცი სამედიცინო შტაბთან ერთად მიიღებს.

altკვარაცხელიასა და ოსიმენის ძალიან კარგი წყვილი დაიშალა - განსხვავებული კულტურების ურთიერთგაგება, ნიგერიელთა პრობლემები და დღესასწაული..

altკარგი ამბავი. ხვიჩა გამოჯანმრთელდა - ითამაშებს "ჯენოასთან"?

მკითხველის კომენტარები / 3 /
ამ ფედელეს ადრე სულ ვაგინებდი კვარაზე რაღაცა სისულელეებს რომწერდა და ეხლა ნეტავი რა საემართა რამ გამოასწორა ? ნაღდად კალაძემ მოისყიდა D ადრე ნაც საქონლები ხო ამბობდნენ რომ პრემიერი კობახიძე გერმანიაში სწავლობდაო და იქ მაგარი ბლატები აქვსპ და კარლსრუეს შეფებს მოელაპარაკა იმათ სკამზე რომ დაესვათ ბუდუო D და კალაძეს კი იტალიაში ექნება ბლატები DD
zura222
17:46 20-12-2024
17

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული