საქართველოს ნაკრების 28 წლის მცველი ჯემალ ტაბიძე, რომელმაც ბერძნული "პანეთოლიკოსი" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა, კარიერას რუსეთის პრემიერლიგაში გააგრძელებს.
ტაბიძემ კონტრაქტი მახაჩყალის "დინამოსთან" გააფორმა. ის რუსეთში ადრე "ურალისა" და "უფას" ღირსებას იცავდა.
ტაბიძე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ევრო 2024-ზე იმყოფებოდა, მაგრამ არ უთამაშია.