დვალის "აპოელი" ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში „აპოელი“ გასვლაზე „პეტროკუბს“ დაუზავდა - 1:1.

პირველი დაპირისპირება კვიპროსულ გუნდს 1:0 ჰქონდა მოგებული, საერთო ჯამში 2:1 იმარჯვა და გათამაშების შემდეგ ეტაპზე „სლოვანსა“ და „ცელიეს“ შორის მოგებულს შეხვდება. პირველ მატჩს 6 აგვისტოს სტუმრად ჩაატარებენ, საპასუხოს კი 13 აგვისტოს სახლში.

კვიპროსული გუნდის მცველმა ლაშა დვალმა, რომელმაც წინა შეხვედრა მცირე ტრავმის გამო გამოტოვა, შეუცვლელად ითამაშა.

ჰინჩეშტი. „ორაშენესკი“
პეტროკუბი - აპოელი 1:1
გოლები: 1:0 პლატიკა (60), 1:1 მარკინიოსი (65)

altტრავმის გამო დვალი ჩემპიონთა ლიგის მატჩს გამოტოვებს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული