ბუდუ - "ნიურნბერგი" 3:2. სეზონის დაწყებაც ასეთი უნდა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მეორე ბუნდესლიგის პირველ ტურში „კარლსრუემ“ საკუთარ მოედანზე „ნიურნბერგი“ 3:2 ბუდუ ზივზივაძის ჰეთ-თრიკით დაამარცხა.

თავიდან სტუმრები 2:0 დაწინაურდნენ, რის შემდეგაც ზივზივაძემ სამი ერთმანეთზე უფრო ლამაზი გოლი გაიტანა და გულშემატკივრებმა მისი სახელის სკანდირება დაიწყეს. ქართველმა მეტოქე გუნდის მწვრთნელს, მიროსლავ კლოზეს დებიუტი ჩაუმწარა.

84-ე წუთზე ბუდუმ ტრავმა მიიღო, თუმცა მოედანი სამედიცინო პერსონალის დახმარების გარეშე დატოვა, მწვრთნელმა კრისტიან აიხნერმა არ გარისკა და შეცვალა. მის ანგარიშზე გერმანულ გუნდში 16 გოლია. ზივზივაძემ კარიერაში მეხუთე, ხოლო გერმანიაში პირველი ჰეთ-თრიკი შეასრულა.

მესამე გოლი ნიურნბერგთან

ერთი სიტყვით, ზივზივაძეს სეზონის დასაწყისი ჩინებული ჰქონდა და გაგრძელებას ველით - 10 აგვისტოს, მეორე ტურში „კარლსრუე“ დიუსელდორფში „ფორტუნას“ დაუპირისპირდება.

კარლსრუე. „BBBank ვიდპარკი“. 30 707 მაყურებელი
კარლსრუე - ნიურნბერგი 3:2
გოლები: 0:1 ოკუნუკი (20), 0:2 პიკი (31), 1:2 ზივზივაძე (45+2), 2:2 ზივზივაძე (73), 3:2 ზივზივაძე (79)


altბუდუ-გოლმა ლიგა 1-ის გუნდსაც გაუტანა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 11 /
აქვეა 7 სექტემბერიც.
ერო
22:02 03-08-2024
0
უნდა დასვა ეგ მართლა ოლე სანიოლი და აყურებინო ამ თამაშს თავიდან ბოლომდე შეეძლო მიქაუტაძე და ზივზივაძე ერთად ეთამაშებინა მაგრამ ეტყობა სხვა დირექტივა ქონდა...
zvio
20:42 03-08-2024
17
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული