ესპანეთი
გიორგი მამარდაშვილი ყველაზე ძვირადღირებული მეკარე კი გახდა და მის მიმართ სატრანსფერო ინტერესები არსებობს, თუმცა ის კვლავ "ვალენსიაში" აგრძელებს.
10
იტალია
"კვარას" გუნდი სეზონს 10 აგვისტოს, იტალიის თასზე დაიწყებს. ამხანაგურმა მატჩებმა "ნაპოლის" გაძლიერების აუცილებლობა კიდევ ერთხელ დაგვანახა. კონტეს იდეებთან შეთავსებასაც დრო სჭირდება. "მოდენასთან" "სტადიო მარადონაზე" ესეც საკმარისი უნდა იყოს. დიდი ხანია, ნეაპოლელებს თასზე გამოსვლა ადრეულ ეტაპზე არ დაუწყიათ, იანვრიდან კი ბოლო წლებში წარუმატებლად იწყებდნენ.
სერია "ბ"-ში მოთამაშე "მოდენამ" "მილანიდან" მატია კალდარა დაიმატა. შეხვედრის დაწყების თბილისის დრო 23:15 საათია.
ნეაპოლელები აგვისტოში იტალიის ჩემპიონატში სამ შეხვედრას ჩაატარებენ, რის შემდეგაც სანაკრებო პაუზა დაიწყება.
18 აგვისტოს (20:30 თბილისის დრო) "ვერონასთან" გავსლითი მატჩია. მათ ჯექსონ ჩაჩუა 3 მილიონად გამოისყიდეს, განსაკუთრებული სიახლე კი არ აქვთ. მოგეხსენებათ, კვარაცხელიას ამ გუნდის წინააღმდეგ თამაში განსაკუთრებით გამოსდის, 4 გოლის ავტორია და საგოლე პასიც მოპოვებული აქვს.
25 აგვისტოს (22:45) ნეაპოლელები ახალი მწვრთნელის, "ფიორენტინას" ექსდამრიგებლის, ვინჩენცო იტალიანოს ხელმძღვანელობით მოთამაშე "ბოლონიას" უმასპინძლებენ. ტიაგო მოტამ აქ ბევრი გააკეთა და ახლა "იუვენტუსში" იმუშავებს. "ბოლონია" უკვე ვიქტორ ოსიმენის საყვარელი მეტოქეა, თუმცა რამდენად დარჩება გუნდში ნიგერიელი, არავინ იცის.
31 აგვისტოს ნეაპოლელები უკვე ისტორიულ კლუბს, "პარმას" უმასპინძლებენ (22:45 სთ). რა თქმა უნდა, ხვიჩა მათ წინააღმდეგ პირველად წარდგება.
კარგია, რომ საბა გოგლიჩიძეს "ემპოლიში" მეტი დრო აქვს და ძირითად შემადგენლობაშიც ვიხილეთ. 20 წლის ქართველის გუნდი 10 აგვისტოს თასზე "კატანძაროს" უმასპინძლებს. რაც შეეხება სერია "ა"-ს საწყის ტურებს - 17 აგვისტოს "მონცას" (22:45 სთ) დაუხვდებიან, 25 აგვისტოს ამბიციურ "რომას" (22:45 სთ) ესტუმრებიან, 31 აგვისტოს - "ბოლონიას" (20:30 სთ).
ვიმედოვნებთ, საბა საზონოვი "ტორინოში" ბევრს ითამაშებს. მისი გუნდი "კოპა იტალიაზე" 11 აგვისტოს (23:15 სთ), შინ "კოზენცას" შეხვდება, ჩემპიონატს კი რთული მოწინააღმდეგეებით იწყებს - სტუმრობა "მილანთან" (17.08. 22:45 სთ), "ატალანტას" მასპინძლობა (25.08. 20:30 სთ) და შემდეგ უკვე ახლად აღზევებულ "ვენეციასთან' გასვლითი დაპირისპირება (30.08. 20:30 სთ).
საფრანგეთი
თუკი იტალიაში თასი იქნება, 11 აგვისტოს გიორგი მოქაუტაძის "ლიონი" ამხანაგურ შეხვედრაში სერიოზულ მეტოქეს, ლონდონის "არსენალს" შეხვდება და "ემირატების თასის" გამარჯვებულს გაარკვევს. ეს გუნდები ოფიციალურ მატჩში ერთმანეთს ბოლოს 2001 წელს, ჩემპიონთა ლიგაზე შეხვდნენ.
მოგეხსენებათ, "ლიონი" ევროპა ლიგაზე იასპარეზებს. რაც შეეხება აგვისტოს გეგმებს: 18-ში, ჩვენი დროით 22:45 საათზე, "რენთან" სტუმრობაა. მათი დაპირისპირება ყოველთვის უხვგოლიანი და უშეღავათოა. 25 აგვისტოს (19:00 სთ) დიდი აფიშაა - "ლიონი" "მონაკოს" წინააღმდეგ. ამას თუ იმასაც დავამატებთ, რომ მიქაუტაძის "მონაკოში" ტრანსფერი თითქმის გადაწყვეტილი იყო, ინტრიგა კიდევ უფრო გაიზრდება. ყოველივეს 31-ში (19:00 სთ) "სტრასბურგის" მასპინძლობა მოჰყვება.
რაც შეეხება ზურიკო დავითაშვილის "სენტ ეტიენს", 7 აგვისტოს "ხეტაფესთან" ამხანაგური მატჩის შემდეგ, 17-ში (23:00 სთ) პირველივე ტურში "მონაკოს" დაუხვდებიან; 25 აგვისტოს (19:00 სთ) "ლე ავრისთან" სტუმრობაა, 1-ელ სექტემბერს (19:00 სთ) "ბრესტს" გასვლაზე ეთამაშებიან, რის შემდეგაც ზურიკო საქართველოს ნაკრებში ჩეხეთთან და ალბანეთთან სათამაშოდ გამოემგზავრება.