"ზივზივაძე ევრო 2024-ის შემდეგ იმედგაცრუებული დაგვიბრუნდა... გერდ მიულერს გვაგონებს" - გერმანულმა გამოცემამ ბუდუს სტატია მიუძღვნა

AutoSharing Option
გერმანულმა ka-news-მა ბუდუ ზივზივაძის სეზონის ბრწყინვალე სტარტს სტატია მიუძღვნა. მოგეხსენებათ, ქართველის "კარლსრუე" მე-2 ბუნდესლიგის პირველ ტურში საკუთარ მოედანზე "ნიურნბერგთან" 0:2 მარცხდებოდა, თუმცა ჩვენებურის ჰეთ-თრიქით 3:2 იმარჯვა. 

"ნიურნბერგთან" ფინალური სასტვენის შემდეგ ზივზივაძემ თავისი ჯილდო მოიპოვა. მან შეხვედრის ერთ-ერთი ბურთი სახლში წაიღო.

"მიხარია, რომ ამას ვაკეთებ. ჩემს ქალიშვილს ბურთით თამაში ძალიან უყვარს და სწორედ მისთვისაა", - აღნიშნა ბუდუმ, რომელიც სიხარულით გაბრწყინებული იყო.

ის აუცილებლად ეტყვის პატარას, რომ მამამ ჰეთ-თრიქი შეასრულა და მატჩის გმირი იყო, მაგრამ ის გუნდურობას არ ივიწყებს და ამბობს:

"პირველ რიგში,
მადლობა გუნდს, რადგან მათ გარეშე სამ გოლს ვერ გავიტანდი. ეს ჩემთვის ძალიან კარგი დღე იყო. ყველამ ერთად გუნდური სულისკვეთება გამოვავლინეთ". 

ბუდუ "კარლსრუეში" მთავარი მწვრთნელის, კრისტიან აიხნერის მეგობრის, ალექსანდრე იაშვილის რეკომენდაციით მოხვდა, რომელიც წარსულში ამ კლუბის კაპიტანი გახლდათ.

აიხნერი ახლა არ მალავს, რომ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ზივზივაძე გუნდში იმედგაცრუებული დაბრუნდა, რადგან უფრო მეტი სათამაშო დრო სურდა.

"ბუდუ ევრო 2024-ის შემდეგ იმედგაცრუებული დაგვიბრუნდა, რადგან ეროვნულ ნაკრებში ძალიან მცირე სათამაშო დრო მიეცა, მაგრამ ის ნამდვილი პროფესიონალია.

მიუხედავად ამისა, მან იპოვა მოტივაცია და აბსოლუტურად მომზადებული მოვიდა. ვარჯიშის პირველსავე დღიდან უზარმაზარი პროფესიონალიზმი და ერთგულება აჩვენა", - ამბობს აიხნერი. 

ზივზივაძემ ჰეთ-თრიქით თითქმის მარტომ დაამარცხა "ნიურნბერგი". ქართველი არ არის ე.წ. სპრინტერი, მაგრამ უაღრესად მოქნილია და მისი შემობრუნებები მეტოქის საჯარიმოში, სადაც ის წარმოუდგენლად მჭიდროა, მრავლისმეტყველია. თითქოს ერთი ფიგურისგან იყოს შექმნილი. ბურთის ერთდროულად აღება და ტარება, შემდეგ კი მჭიდრო, სწრაფი შემობრუნება - იდეალურია. ეს გვახსენებს მსოფლიო დონის ყოფილ თავდამსხმელს, მჭიდრო სივრცეებში შემობრუნების მეფეს, გოლის მანქანას, გერდ მიულერს.

"კარლსრუეს" მწვრთნელმა კრისტიან აიხნერმა, გოლების გარდა, ბუდუს გუნდურობაც გამოჰყო და აღნიშნა, რომ ამაშიც იდეალური იყო.

"გარდა გოლებისა, ის გუნდისთვის ძალიან ბევრს მუშაობდა. საკუთარ ნახევარში ერთხელ სძლია სამ-ოთხ სხვადასხვა მეტოქეს. ეს იყო ქმედება, რომელიც წარმოადგენდა მის დიდ სულს. ზივზივაძე ყოველთვის ყველა მომენტში დიდ ძალისხმევას დებდა. ქართველი დაბრუნდა კარგ ფორმაში და სასიამოვნოა იმის დანახვა, რომ ამისთვის დაჯილდოვდა პირველივე მატჩის დღეს".

"კარლსრუეს" გულშემატკივრები ზივზივაძის გოლს "Buduuuuu" შეძახილით ეხმაურებიან. ჰეთ-თრიქითა და ბრწყინვალე სტარტით იქნებ ზივზივაძე სხვა კლუბების თვალთახედვის არეში მოხვდა?! - ეს სავსებით შესაძლებელია", - წერს გამოცემა.
მკითხველის კომენტარები / 30 /
ბუდუ მაგარი ფორვარდია მეტოქის საჯარიმოში, ჩვენ კი ისეთი ნაკრები გვყავს, ცენტრიდან უნდა შეძლო და ბურთი "ათრიო" მეტოქის კარამდე, ეს ვერ გამოდის გიორგიზე კარგად და მიტო იყო სათადარიგო, თორემ საჯარიმოში დედის მ@&ვნელია
ისა და
01:03 06-08-2024
0
ბუდუს რომ მეტი დრო უნდოდა,სრულიად გასაგები და მისაღებია!ყველა ფეხბურთელი ასე უნდა იყოს.ვერც იმას ვიტყვით,სუსტია და ამიტომ არ უნდა ეთამაშაო,მაგრამ ჩვენი გუნდი დაცვიდან თამაშობდა და ჩვენი თამაში,კონტრშეტევაზე სწრაფი გაქცევა იყო.არის გამქცევი ფეხბურთელი,ბუდუ ზივზივაძე?სამწუხაროდ ვერ არის ასე სწრაფი და სწორედ ამიტომ მოუწია მცირე სათამაშო დრო.მასაც რომ ეთამაშა,დაცვის დასუსტების ხარჯზე მოგვიწევდა მისი შეყვანა და ეს კატასტროფის ტოლფასი იქნებოდა,ნაკრებისათვის.გამქცევი თავდამსხმელის მონაცემები მიქაუტაძეს აქვს და მან ტოპ ლიგაში უფრო მეტი გოლი გაიტანა,ვიდრე ბუდუმ,მეორე ბუნდესლიგაში.ამ მხრივაც არ აქვს უპირატესობა, ბუდუს.ასე რომ ამ ჩემპიონატზე სანიოლის მიმართ ამ თელაზე პრეტენზიები,სრულიად უსამართლოდ მოჩანს.სექტემბერში,ნაკრების თამაშები მოგვიწევს და იქნებ იქ მოგვიხერხდეს,ორი თავდამსხმელით თამაში,შინაურ მატჩებში მაინც.გიორგი და ბუდუ კარგად კომბინირებენ ხოლმე,მაგრამ დაცვის დასუსტების გარეშე,ეს როგორ მოხერხდება,ეგაა პრობლემა.სხვათა შორის,დავით ვოლკოვმაც გააკეთა ჰეთ თრიკი,პირველივე ტურში და ეგ საერთოდ არ შეიყვანეს სანაკრებო სიაში.ბუდუს აუცილებლად მოუწევს ნაკრებში თამაშები და ძალიან კარგია,ასე კარგ ფორმაში რომ არის.არც ისაა გამორიცხული,სექტემბრამდე,რომელიმე უფრო მაღალი დონის გუნდმა წაიყვანოს.ბუნდესლიგას იმსახურებს და ღმერთმა ქნას!
სოსო
00:54 06-08-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული