ალვარესი მალე შეიძლება "სიტიდან" "ატლეტიკოში" გადავიდეს

AutoSharing Option
"ატლეტიკომ" "მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელ ხულიან ალვარესში ბონუსებიანად 75 მილიონი ევრო შესთავაზა, - ამის შესახებ ინფორმაციას Relevo-ს ჟურნალისტი მატეო მორეტო ავრცელებს.

კლუბებს შორის მოლაპარაკებები გრძელდება და "ატლეტიკო" 24 წლის არგენტინელს კონტრაქტის პირობებს უთანხმებს.

გასულ სეზონში ალვარესმა პრემიერლიგის 36 მატჩში 11 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა გააკეთა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული