ახლა გუნდს სხვა პრიორიტეტები აქვს - კვარაცხელია "ნაპოლიში" ახალ სეზონს იმავე გასამრჯელოთი დაიწყებს

AutoSharing Option
Corriere dello Sport-ის ცნობით, ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლიში" ახალ სეზონს იმავე გასამრჯელოთი და კონტრაქტით დაიწყებს.

წყაროს ინფორმაციით, გუნდს ახლა სხვა პრიორიტეტები აქვს, რათა ანტონიო კონტემ შემადგენლობა გააძლიეროს და კონკურენტუნარიანი გუნდი შექმნას.

"პარტენოპეი" სატრანსფერო ფანჯრის დასრულებას დაელოდება და ქართველის აგენტთან მოლაპარაკებებს მხოლოდ სექტემბერში შეუდგება.

აურელიო დე ლაურენტისის შეთავაზება შრომითი ხელშეკრულების 2029 წლამდე გაგრძელება და ხელფასის 5 მილიონამდე გაზრდა იქნება, გასამრჯელო კი ბონუსების ჩათვლით 7 მილიონ ევროს გადააჭარბებს.

შეხსენებისთვის, "ნაპოლი" სერია A-ს ახალ სეზონს 18 აგვისტოს "ვერონასთან" გასვლითი მატჩით დაიწყებს, იქამდე კი, იტალიის
თასის 1/32-ფინალში, 10 აგვისტოს საკუთარ მოედანზე "მოდენას" უმასპინძლებს.
მკითხველის კომენტარები / 7 /
თურმე გუნდს ჰქონია სხვა პრიორიტეტები... არადა, სრულიად იტალიური ფეხბურთის მესვეურები თავის ექსპერტებიანად იმაზე თანხმდებოდნენ, რომ გუნდში სამართლიანობის პრინციპი იყო დარღვეული და ეს არაჯანსაღ ატმოსფეროს ქმნიდა, ამაზე მეტი პრიორიტეტი რაღა უნდა იყოს?!... შემადგენლობის გაძლიერება?!... კი ბატონო, მაგრამ რატომ კვარას ხარჯზე?!... იმიტომ რომ ოსის ვერ ყიდიან?!... რაო, ხვიჩამ დაადო ოსიმენს ფასი და ხვიჩამ დაუნიშნა იმოდენა ხელფასი?!... მე იმის მეშინია, მალე იქით არ მოთხოვონ ფული, თორემ ხვიჩა როგორც თამაშობდა, ისევე ითამაშებს და არც ფორმას დაკარგავს, რადგან ფულის გამო არასოდეს უთამაშია... ამათი დაუნახავი....
დდდ
16:00 05-08-2024
0
მოდით რაა, მკითხაობას დაანებეთ თავი, და კიდევ დე ლაურენტისის დედა.. და მერე ხვიჩას აგენტისაც..
მერაბი
15:47 05-08-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული