არც მიწისაა, არც ცისა - შერჩა დე ლაურენტისს ოსიმენი ხელში?

AutoSharing Option
ვიქტორ ოსიმენის მომავალი კვლავ გაურკვეველია. ვარაუდობდნენ, რომ "ჟირონასთან" მატჩში შეცვლაზე შევიდოდა, მაგრამ განაცხადში არ იყო და გუშინ გუნდთან ერთადაც არ უვარჯიშია. ის ინდივიდუალურად ემზადება და პსჟ-ში გადასვლა სურს. თავად კი უნდა, მაგრამ რიგი არ უდგას.

"კორიერე დელო სპორტის" მტკიცებით, ოსიმენის თაობაზე "ნაპოლისთვის" არცერთ კლუბს არ მიუმართავს. "ატლეტიკომ" რანდალ კოლო მუანის ნაცვლად ალეკსანდრ სიორლოტი შეიძინა და ამიტომ "პარი სენ ჟერმენში" ნიგერიელისთვის ადგილის გამონახვა ძნელია. "არსენალი" ვიქტორ დიუკერეშის (სპორტინგი) ტრანსფერზე მუშაობს, "ჩელსიში" კი გადასვლა ვიქტორს არ აწყობს, თუმცა კლუბებს შორის მისი რომელუ ლუკაკუში
გარკვეული თანხის დამატებით გაცვლის ვარიანტი განიხილება.

"ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ოსიმენის 100 მილიონ ევროზე ნაკლებად გაყიდვას არ აპირებს და საკმაოა იმის ალბათობა, ერთი წელი მის კლუბში დარჩეს და კონტრაქტის მიხედვით წელიწადში 10 მილიონი გადაუხადოს.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ყველაზე მეტად ოსიმენი დღეს დღეობით ატლეტიკოს ჭირდება სერიოზულად გამოადგება ჩემის აზრით...
სიმართლე
01:40 05-08-2024
2
ლავრენტას შეეზედმეტა ვიქტორა.
ხარბია ლავრენტა
01:39 05-08-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული