ახლა გუნდს სხვა პრიორიტეტები აქვს - კვარაცხელია "ნაპოლიში" ახალ სეზონს იმავე გასამრჯელოთი დაიწყებს

AutoSharing Option
Corriere dello Sport-ის ცნობით, ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლიში" ახალ სეზონს იმავე გასამრჯელოთი და კონტრაქტით დაიწყებს.

წყაროს ინფორმაციით, გუნდს ახლა სხვა პრიორიტეტები აქვს, რათა ანტონიო კონტემ შემადგენლობა გააძლიეროს და კონკურენტუნარიანი გუნდი შექმნას.

"პარტენოპეი" სატრანსფერო ფანჯრის დასრულებას დაელოდება და ქართველის აგენტთან მოლაპარაკებებს მხოლოდ სექტემბერში შეუდგება.

აურელიო დე ლაურენტისის შეთავაზება შრომითი ხელშეკრულების 2029 წლამდე გაგრძელება და ხელფასის 5 მილიონამდე გაზრდა იქნება, გასამრჯელო კი ბონუსების ჩათვლით 7 მილიონ ევროს გადააჭარბებს.

შეხსენებისთვის, "ნაპოლი" სერია A-ს ახალ სეზონს 18 აგვისტოს "ვერონასთან" გასვლითი მატჩით დაიწყებს, იქამდე კი, იტალიის
თასის 1/32-ფინალში, 10 აგვისტოს საკუთარ მოედანზე "მოდენას" უმასპინძლებს.
მკითხველის კომენტარები / 10 /
ეს ფულისტი ლაურა იმდენს იზამს რუბინის შეფის საიმანოვის ამბავი დაემართება D ისიც ეგრე შეჯდა ვირზე და 20 მილიონს ფეხს არ უცვლიდა და ბოლოს დარჩა ხახამშრალი D
zura222
17:14 05-08-2024
2
რა თქმა უნდა პირველი ხელშეკრულება დიდი უგნურება იყო და თუ ხელშეკრულება 29-ამდე გააგრძელეს, მეტი უგნურება იქნება. ხვიჩა ისეთ გუნდში უნდა გადავიდეს, რომელსაც ლიგის მოგები პრეტენზია აქვს. ასეთი გუნდი კი თავისუფალ აგენტს აიყვანს და იმხელა ხელფასს მისცემს, ლავრენტისთან დაკარგულ მილიონებს ერთი ათად აინაზღაურებს. შეხედეთ მბაპეს, როგორ ჭკვიანად მოიქცა.
ჟორა
16:43 05-08-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული