საქმე სერიოზულადაა - "ლივერპული" მამარდაშვილის ტრანსფერზე "ვალენსიასთან" მოლაპარაკებას იწყებს

AutoSharing Option
RELEVO იტყობინება, რომ "ლივერპული" ვალენსიას მეკარით, გიორგი მამარდაშვილით დიდი ხანია დაინტერესებულია და მზადაა მის შესაძენად კონკრეტული ნაბიჯები გადადგას.

კერძოდ: "ლივერპული" მამარდაშვილის შესაძენად 30 მილიონ ევროზე მეტის გადახდის მზდყოფნას გამოთქვამს და კლუბებს შორის მოლაპარაკებები ამ კვირაშია დაგეგმილი.

აქ ერთი ნიუანსიცაა - ალისონ ბეკერი გუნდის დატოვებას მინიმუმ ერთი წელი არ აპირებს, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ქართველის ფასი ყოველი მატჩის შემდეგ იზრდება, მისი ხელიდან გაშვება არ უნდათ და გამოსავალი იპოვნეს.

გიორგის არ სურს ისეთ კლუბში გა
დასვლა, სადაც სასტარტოში არ იქნება, ამიტომ "ლივერპული" მის შეძენას და იჯარით "ბორნმუთში" გაშვებას გეგმავს, სადაც პრემიერლიგაში ადაპტირებას შეძლებს. აღნიშნულია, რომ თავის მხრივ "ბორნმუთი" მამარდაშვილთან სრულფასოვანი ხელშეკრულების გაფორმებას შეეცდება.

მკითხველის კომენტარები / 14 /
Დაიწყო ახალი სერიალი
Ნიკოლოზი
21:07 05-08-2024
3
ბორნმუთი არა ქობულეთის შუქურა! დარჩი გიო თუ ძმა ხარ იქ, სადაც უკვე დიდი ხანია რაც ადგილი დაიმკვიდრე.
ABARA
20:03 05-08-2024
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული