კიტეიშვილმა პსჟ-ს გაუტანა - "შტურმმა" ფრეს მიაღწია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ავსტრიის ქალქ კლაგენფურტში „შტურმი“ ამხანაგურ მატჩში პსჟ-ს დაუზავდა - 2:2.

თავიდან სტუმრები 2:0 დაწინაურდნენ, თუმცა შემდეგ მატვეი საფონოვის კარი ამადუ კამარამ და ოთარ კიტეიშვილმა დალაშქრეს. მეორე ტაიმში „შტურმის“ მთელი შემადგენლობა შეცვალეს, ანგარიში კი არ შეიცვალა.

კიტეიშვილი ტრავმის მორჩენის შემდეგ ბუნდესლიგის პირველ ტურში, ვენაში „რაპიდთან“ წაგებულ შეხვედრაში (0:1) 70-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე. 11 აგვისტოს, მეორე ტურში გრაცული გუნდი „ჰარტბერგს“ უმასპინძლებს.

კლაგენფურტი. „28 ბლეკ არენა“. 19 600 მაყურებელი
შტურმი - პსჟ 2:2
გოლები: 0:1 მბაიე (9), 0:2 სოლერი (12), 1:2 კამარა (15),
2:2 კიტეიშვილი (43)

altოთარ კიტეიშვილმა პსჟ-ს გოლი გაუტანა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 1 /
კიტე დონეა
რაბუ
23:51 07-08-2024
0

სიახლეები პოპულარული