"კოპენჰაგენში" გოჩოლეიშვილის დებიუტი ევროტურნირის მატჩში შედგა

AutoSharing Option
კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში „კოპენჰაგენმა“ საკუთარ მოედანზე „ბანიკი“ 1:0 დაამარცხა.

მასპინძელთა გუნდში გიორგი გოჩოლეიშვილის დებიუტი შედგა. ქართველმა მეათე წუთზე ტრავმირებული როდრიგო უესკასი შეცვალა. tipsbladet-ი აღნიშნავს, რომ პირველი სახიფათო მომენტი სწორედ გიორგის ჩაწოდებას მოჰყვა. მან მე-80 წუთზე ტრავმა მიიღო, თუმცა თამაშის გაგრძელება შეძლო.

გამარჯვების გოლი კი კომპენსირებულ დროში 18 წლის ნახევარმცველმა ვიქტორ ფროხოლდტმა გაიტანა, რომელიც შეცვლაზე 77-ე წუთზე შევიდა.

საპასუხო შეხვედრა 15 აგვისტოს ოსტრავაში გაიმართება.

კოპენჰაგენი. „პარკენი“
კოპენჰაგენი - ბანიკი 1:0
გოლი: ფროხოლდტი (90+1)

მკითხველის კომენტარები / 3 /
მშვენიერია,ერთი აზაროვიც მოშორდებოდეს ხახოლეთს და ევროპაში ითამაშოს რა იქნება
დონ დიეგო
16:04 08-08-2024
0
ზუსტად კონფერენც ლიგა წერია! კარგად წაიკითხე
rigiti
10:30 08-08-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული