Todo Fichajes: "სიტი" კვარაცხელიათი ისევ დაინტერესდა - გვარდიოლას ქართველის თამაში ძალიან მოსწონს

AutoSharing Option
ესპანური Todo Fichajes-ის ცნობით, "მანჩესტერ სიტი" "ნაპოლის" გარემარბით, ხვიჩა კვარაცხელიათი ისევ დაინტერესდა.

გამოცემა იტყობინება, რომ ხულიან ალვარესის "ატლეტიკოში" გაყიდვის შემდეგ "სიტიმ" კვლავ მიაპყრო კვარაცხელიას ყურადღება. გუნდის მწვრთნელს, პეპ გვარდიოლას, ძალიან მოსწონს ხვიჩას თამაში, მაგრამ მანჩესტერული კლუბი მოთხოვნილ მინიმუმ 100 მილიონ ევროზე მეტ თანხას ძალიან ძვირად მიიჩნევს.

ჟურნალისტი ალეხანდრო ფერნანდეს მონტეალეგრე წერს, რომ "ქალაქელებმა" ქართველის მიმართ ინტერესი განაახლა და თუ ვერ გადაიბირეს, ებეჩი ეზეს (კრისტალ პალასი) ან როდრიგო დე გოისის (კასტილია) ტრანსფერის განხორციელებას შეეცდებიან, თუმცა ამ უკანასკნელის ცდუნება რთული იქნება, რამეთუ
თავად უნდა მოისურვოს მადრიდიდან აბარგება.

ნეაპოლური Il Mattino აღნიშნავს, რომ "კვარა" ამჟამინდელ კლუბთან კონტრაქტის გაგრძელებას არ ჩქარობს, მისი დარჩენა არაა გარანტირებული, ევროპული კლუბების ინტერესი კი არ კლებულობს. ეს, მიუხედავად იმისა, რომ გუნდის თავკაცი ანტონიო კონტე თავისი მარგალიტის გახსვისებას არც განიხილავს, მაგრამ თვით ისეთი ფინანსური შესაძლებლობების მქონე კლუბი, როგორიც "სიტია", მოთხოვნილ 100+ მილიონს გადაჭარბებულად თვლის.

მკითხველის კომენტარები / 17 /
სწორადაც იქცევა რომ არ აგრძელებს კონტრაქტს. ბოლო პირობა უნდა იყოს 7 მილიონი სუფთა ხელფასი, 120 მილინო გამოსასყიდი თანხა მხოლოდ ამ პირობებით უნდა დათანხმდეს ახალ 5 წლიან კოტრაქტს
რეალისტი
10:41 09-08-2024
4
წევიდა ახალი წრე კვარას მსურველი სუპერკლუბების-სიტით ვიწყებთ ხომ.....ისე გამოსასყიდი თანხაც დააკონკრეტეთ თამამად-100 მლ-ზე მეტი რას ნიშნავს 101- თუ 199-ს-ჩვენი რაღა მიდის... ამასთან საინტერესოა, როდესაც ფეხბურთელის სატრანსფერო ფასი 80 მილიონია 100-ზე მეტს როგორ მოითხოვს... კი ითხოვენ ოსიმენაში 130, 100, 80, მაგრამ ....კვარა რომ ფორმის პიკში იყოს და ისე თამაშობდეს როგორც დასაწყისში და სადღაც ასაკიდაც 20 წლამდე იყოს პესპექტივის გათვალისწინებით კიდევ შეიძლებოდა, ეხლა ის რამდენიმე თვეში უკვე 24 წლის ხბება და სამწუხარო ფაქტია ახალს უკვე ვეღარაფერს თავაზობს მოწინააღმდეგეს ,ვეღარ ვითარდება და 2022 წლის სეზონის პირველი, გიჟური წრის ინერციით თამაშობს-მისი დრიბლინგები და ტექნიკურ ტაქტიკური შესაძლებლობები სრულად აქვთ გაშიფრული სერიოზული გუნდების მცველებს, ვშიშოდ რომ ახალი სეზონი უფრო მძიმე იქნება მისთვის, განსაკუთრებით თუ ნაპოლიში დარჩა. კლუბის შეცვლა მართლაც მისწრება იქნებოდა, მაგრამ სიტი და მისი დარი კლუბები და ამხელა გამოსაყიდი გამორიცხულია, არც სიტის, რეალის, ბარსელონას დონის გუნდებში კონკურენცია შეუძლია დაძლიოს და სათამაშო დრო მიიღოს...ისე გვარდიოლას ალბათ მისი ბოლო თამაში მოეწონა ჟირონასთან ან კიდე ვარჯიშზე გატანილი გოლის აღნიშვნა როლანდოს სტილში....ეს ისე ნახევრად ხუმრობით..
tENGO
10:27 09-08-2024
17

სიახლეები პოპულარული