"ნაპოლი" სეზონს თასის მატჩით და პრობლემით იწყებს - სავარაუდო შემადგენლობა ცნობილია

AutoSharing Option
"ნაპოლი" დღეს სეზონის პირველ ოფიციალურ მატჩს ჩაატარებს - თასზე სერია B-ს "მოდენას" უმასპინძლებს.

მიუხედავად ბოლო ამხანაგურ შეხვედრაში "ჟირონასთან" 0:2 დამარცხებისა, გულშემატკივრები იმედგაცრუებული არ არიან, Il Mattino-ს ცნობით, ყველა ბილეთი გაყიდულია და სტადიონზე საყვარელ გუნდს 50 000 გულშემატკივარი დაუჭერს მხარს.

ისევ არ ითამაშებს ვიქტორ ოსიმენი, რომელიც საწვრთნელ ბაზაზე იმყოფებოდა, მაგრამ გუნდთან ერთად ავტობუსით კი არა, არამედ ტაქსით დაბრუნდა ქალაქში. როგორც იტყობინებიან, იმის გამო, რომ ხვიჩა კვარაცხელია არ მიყიდეს, "ნაპოლის" პსჟ-სთან ურთიერთობა გაუფუჭდა და პარიზულ კლუბში ნიგერიელის ტრანსფერი გამორიცხულია. მას მხოლოდ საუდის არაბეთის
"ალ ჰილალი" იწვევს. ამასობაში დაუსრულებელ მოლოდინში მყოფი რომელუ ლუკაკუ ინდივიდუალურად ვარჯიშობს და იმედს არ კარგავს.

"მოდენასთან" ცენტრფორვარდის პოზიციაზე მწვრთნელი ანტონიო კონტე კვლავ ჯაკომო რასპადორის ათამაშებს, რაც საუკეთესო ვარიანტი არ არის, მაგრამ სხვა არჩევანი არ არსებობს.

Tutto Napoli-ს მტკიცებით, კონტე შემდეგ სასტარტო შემადგენლობას დააყენებს: მერეტი, დი ლორენცო, რაჰმანი, ბონჯორნო, მაზოკი, ლობოტკა, ანგისა, სპინაცოლა, პოლიტანო, კვარაცხელია, რასპადორი.

დაპირისპირება "დიეგო მარადონაზე" საქართველოს დროით 23:15 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ამ ფორმაციით, შემადგნელობითა და სელექციის მანერით ისევ სატურნირო ცხრილის შუაგულში გაიჭედებიან. რასპადორის და სიმეონეს იმედად თუ აპირებს თავდასხმაში კონტე სკუდეტოს მოგებას ან თუნდაც ოთხეულში შესვლას, კარგი იუმორის გრძნობა ქონია. დაცვის ხაზიც ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს, მერეტი და რაჰმანი ორი ამოსაქოლი ხვრელია, თანაც დიდი.
ABARA
10:07 10-08-2024
3
ასე თუ გაგრძელდა ნაპოლი კვლავ გაიმეორებს შარშანდელ შედეგს. პოლიტანო და რასპადორი საჩემპიონო გუნდს ვერ შეესაბამებიან. კვარას იმედი მაქვს,მან შარშანდელივით თავისი თამაში უნდა ითამაშოს და სხვა გუნდი მოძებნოს.
Რერო
08:58 10-08-2024
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული