მოგეხსენებათ, "პარი სენ ჟერმენს" თავდაპირველად ნეაპოლელთა გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას შეძენა სურდა, თუმცა მის ტრანსფერს "ნაპოლის" ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ვეტო პირადად დაადო.
ცნობილი იტალიური გამოცემის Il Mattino-ს მტკიცებით, პსჟ ქართველთან მოლაპარაკებებს ფარულად აწარმოებდა, მაგრამ ეს ამბავი ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა შეიტყო და ინფორმაცია ჟურნალისტებისთვის საჯარო გახადა.
ამის შემდეგ კინოპროდიუსერმა
შეგახსენებთ, Areanapoli-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ქართველი "პარტენოპეისთან" კონტრაქტს 2029 წლამდე გაახანგრძლივებს, მისი ხელფასი კი 7 მილიონამდე გაიზრდება.
"ჯუღელმა მიზანს მიაღწია - "კვარას" კონტრაქტი მოთხოვნის შესაბამისად დაკმაყოფილდება" - იტალიური მედია
"ნაპოლი" სეზონს თასის მატჩით და პრობლემით იწყებს - სავარაუდო შემადგენლობა ცნობილია