ფაბრიციო რომანომ "მამარდას" "ლივერპულში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა

AutoSharing Option
ცნობილმა სატრანსფერო ექსპერტმა ფაბრიციო რომანომ "ვალენსიას" მეკარის გიორგი მამარდაშვილის შესახებ ისაუბრა.

მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ ესპანურმა გამოცემა Relevo-მ დაწერა, რომ ქართველის დამატებას "ლივერპული" განიხილავდა და "ღამურებთან" აქტიურ მოლაპარაკებებსაც აწარმოებდნენ.

რომანომ აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა, თუმცა აღნიშნა, რომ "სქაუზერებს" "ვალენსიას" კარის დარაჯთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ.

"ლივერპულს" გიორგი მამარდაშვილის გაფორმების შანსი ნამდვილად აქვს, ასევე ინგლისელები განიხილავენ იმ ვარიანტსაც, რომ ქართველი იჯარის წესით, ერთი სეზონით "ვალენსიაში" დატოვონ. ჯერჯერობით "მერსისაიდელებს" საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ აქვთ. თავად მამარდაშვილს "ლივერპულში" გადასვლა ძალიან სურს", -
განაცხადა რომანომ.

შეგახსენებთ, ესპანური გამოცემების ცნობით, "ვალენსია" ფეხბურთელის სანაცვლოდ 35-დან 40 მილიონ ევრომდე ითხოვს.

alt"კონტეს ოცნება? - გიორგი მამარდაშვილი" - ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ქართველ მეკარეზე წერს

altსაქმე სერიოზულადაა - "ლივერპული" მამარდაშვილის ტრანსფერზე "ვალენსიასთან" მოლაპარაკებას იწყებს

altოფიციალურად: "ჩელსიმ" ახალი მეკარე დაიმატა და ლონდონურ გუნდში მამარდაშვილის გადასვლა გამოირიცხა

მკითხველის კომენტარები / 2 /
ისე ვალენსიაში რო დარჩეს იჯარით,თუ გარანტიას მისცემენ თამაშის უნდა წავიდეს ლივერპულში,მე ბორნმუთისთვის არ მემეტება,არც დოღლიგისთვის,მაგრამ ჯერ ერთი ლივერპული გრანდია და მეორე და მთავარი ფეხით თამაშს ინგლისში გააუმჯობესებს და მართლა ტოპ კლასის მეკარე გახდება რაც ჩვენს ნაკრებს ძალიან წაადგება
gomako
12:46 10-08-2024
3
ტოპ კლასის რომ არ იყოს 35-40 მილიონს არავინ გადაიხდიდა, განვითარება რა თქმა უნდა ყველას ჭირდება!!!
rigiti
13:24 10-08-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული