მიქაუტაძის 64 წუთი "ემირეითსზე" - "არსენალმა" "ლიონი" დაჯაბნა და მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ემირეითსის თასზე „ლიონი“ „არსენალთან“ 0:2 დამარცხდა.

სტუმრები ერთი შეხედვით მეტოქეს ტოლს არ უდებდნენ, მაგრამ მასპინძლები უფრო ორგანიზებულად მოქმედებდნენ, სახიფათონი იყვნენ სწრაფი კონტრიერიშებისას და დამუშავებული სტანდარტულები კარგად გამოიყენეს. პირველ ტაიმში ორივე გოლი დეკლან რაისის ჩაწოდებულ კუთხურებს მოჰყვა. სტუმართა გუნდის თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე აქტიურობდა, ერთ ეპიზოდში გატანასთან ახლოსაც იყო, მაგრამ პარტნიორის განივი გადაცემისას ბოლო მომენტში მცველმა დაასწრო.

შესვენების შემდეგ მიქაუტაძის შორიდან დარტყმული ბურთი მიზანს ასცდა. ის 64-ე წუთზე სამ თანაგუნდელთან ერთად შეცვალეს, თამაშის სურათი კი არ შეიცვალა. „მეთოფეები“ კვლავ უფრო სახიფათოდ უტევდნენ,
ანგარიშის გაზრდაც შეეძლოთ, როდესაც ბუკაიო საკამ ბურთი ძელს გაარტყა. შანსი მცველის შეცდომის შედეგად „ოლომპიკსაც“ მიეცა - ერნესტ ნუამა დავიდ რაიასთან პირისპირ გავიდა, თუმცა მეკარემ არ გაატანინა. ეგ იყო და ეგ - აშკარად უკეთესმა, უფრო მაღალი კლასის ფეხბურთელებით დაკომპლექტებულმა გუნდმა გაიმარჯვა.

18 აგვისტოს, ლიგა 1-ის პირველ ტურში „ლიონი“ გასვლაზე „რენს“ დაუპირისპირდება.

ლონდონი. „ემირეითსი“
არსენალი - ლიონი 2:0
გოლები: 1:0 სალიბა (9), 2:0 გაბრიელ ჟეზუსი (27)

alt"მისი სხვა გუნდში გადასვლა გადაწყვეტილი იყო, თუმცა..." - "ლიონის" სპორტულმა დირექტორმა მიქაუტაძეზე ისაუბრა

მკითხველის კომენტარები / 3 /
მიქაუტაძეს საერთოდ რამდენიმე თამაში ჭირდება ხოლმე პირველი გოლის გატანა მდე, რის მერეც კრებს გოლების გატანის ტემპს. ასე იყო სერენში, მეცში და ნაკრებშიც. მთავარია ის რამდენიმე თამაში აცალონ.
არტ
23:09 11-08-2024
0
კროჩე რა ამან თუ აქაც ვერ გაქაჩა გამოდის, ლიგა 2-ია მაგის მაქსიმუმი, ჰა-ჰა ლიგა1-ითის აუტცაიდერი. იმედია ლიგა 1-ის პირველივე ტურში შემრცხვება ჩემი კომენტარის.
ეეე
21:43 11-08-2024
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული