"ლივერპულმა" და "ვალენსიამ" შეხვედრა გამართეს, "მერსისაიდელები" ქართველის აგენტსაც შეხვდნენ"- ფაბრიციო რომანო "მამარდას" შესახებ უახლეს ინფორმაციას ავრცელებს

AutoSharing Option
"ლივერპულმა" და "ვალენსიამ" გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერის შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

წყაროს ცნობით, "ღამურებმა" "სქაუზერებს" საკუთარი პირობები გააცნეს, ინგლისელები ქართველი მეკარის აგენტსაც ესაუბრნენ.

"ლივერპული" მამარდაშვილის აგენტს ესაუბრა, ისევე როგორც "ვალენსიას". ეს გარიგება ნამდვილად შესაძლებელია განხორციელდეს, მაგრამ ახლა "ლივერპული" ზუბიმენდის ტრანსფერის დახურვაზე მუშაობს", - წერს ფაბრიციო რომანო.

შეგახსენებთ, Relevo-ს ცნობით, "ლივერპული" მამარდაშვილის შეძენას და ერთი სეზონით პრემიერლიგის სხვა გუნდში განათხოვრებას გეგმავს.

alt"კონტეს ოცნება? - გიორგი მამარდაშვილი" - ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ქართველ მეკარეზე წერს

altსაქმე

სერიოზულადაა - "ლივერპული" მამარდაშვილის ტრანსფერზე "ვალენსიასთან" მოლაპარაკებას იწყებს

altოფიციალურად: "ჩელსიმ" ახალი მეკარე დაიმატა და ლონდონურ გუნდში მამარდაშვილის გადასვლა გამოირიცხა

მკითხველის კომენტარები / 1 /
გაანათხოვრონ ბებიამათისა, თავი ხო არ უგლეჯიათ?! მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ მეკარეზეა საუბარი!!
ალექს
12:52 12-08-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული