
იტალიის თასის პირველ ეტაპზე "ნაპოლიმ" სახლში "მოდენა" პენალტების სერიაში დაამარცხა და მომდევნო რაუნდში მისი მეტოქეც გაირკვა.
ნეაპოლური გუნდი "პალერმოს" დაუპირისპირდება, რომელმც სტუმრად "პარმას" 1:0 მოუგო. გოლი "ნაპოლის" ყოფილი შემტევის, ლორენცო ინსინიეს ძმამ, რობერტო ინსინიემ გაიტანა.
"ნაპოლისა" და "პალერმოს" შეხვედრა 25 სექტემბერს "დიეგო მარადონაზე" გაიმართება. გამარჯვების შემთხვევაში "ნაპოლის" შემდეგი მოწინააღმდეგე "ლაციო" იქნება.