კაშიას "სლოვანი" ჩემპიონთა ლიგას მიუახლოვდა - დვალის "აპოელი" ევროპა ლიგაზე გადაერთვება

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში "სლოვანმა" გასვლაზე "აპოელთან" ფრეს მიაღწია - 0:0.

პირველი შეხვედრა ბრატისლავურ გუნდს 2:0 ჰქონდა მოგებული და შესარჩევი ტურნირის პლეი-ოფში გავიდა, "აპოელი" კი ევროპა ლიგაზე გადაერთვება.

"სლოვანის" მომავალი მეტოქე "მიდტიულანდისა" და "ფერენცვაროშის" წყვილში გამოვლინდება. "აპოელი" "რიგასა" და "სანტა კოლომას" შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

Sportall.Ge

მასპინძელთა რიგებში ლაშა დვალმა, სტუმართა გუნდში კი გურამ კაშიამ შეუცვლელად ითამაშა. კაშიამ ყვითელი ბარათი მიიღო.

ნიქოზია. „Neo GSP“
აპოელი - სლოვანი 0:0
გაძევება: პეტროვიჩი (80, აპოელი)

მკითხველის კომენტარები / 1 /
ძალიან მინდა,რომ სლოვანი ლიგის ჯგუფში გავიდეს და კარიერის მიწურულს ლიგაზეც ითამაშოს გურამმა.თან თავაწეულს შეეძლება კარიერის დასრულება.ევროზე იასპარეზა და იმედია ჩემპიონთა ლიგასაც უსინჯავს გემოს.არ არის ეს მიდტიულანდი გადაულახავი ბარიერი.
დვალიც იმედია ევროპა ლიგის ჯგუფში გავა,გუნდების შემცირებით ამ ტურნირის დონეც აიწია შედარებით.
მეზღვაური
23:51 13-08-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული