ყველაფერი მომდევნო 72 საათში გადაწყდება - სლოტსა და "ლივერპულს" მამარდაშვილთან დაკავშირებით ახალი გეგმა აქვს

AutoSharing Option
ინგლისური პოპულარული გამოცემა metro გიორგი მამარდაშვილის "ლივერპულში" შესაძლო ტრანსფერზე უახლოეს ინფორმაციას ავრცელებს.

წყაროს ცნობით, "მერსისაიდელებმა" "ვალენსიასთან" წინასწარი მოლაპარაკებები დაასრულეს და ესპანურ მხარეს შეუთვალეს, რომ ოფიციალური წინადადებით უახლოეს 72 საათში დაბრუნდებიან.

Metro გვაუწყებს, რომ "ღამურები" 34 მილიონ ფუნტს, ანუ 40 მილიონ ევროს ითხოვენ. ამასთანავე, ჩვენი ბრიტანელი კოლეგები "ლივერპულისა" ახალი მწვრთნელი არნე სლოტისა და გუნდის გადაწყვეტილების შესახებ წერენ.

მოგეხსენებათ, "ენფილდის" ბინადრები გიორგის 1 სეზონით იჯარით გაშვებას აპირებენ და იწერებოდა, რომ ეს შესაძლოა, სწორედ "ვალენსია" ყოფილიყო, მაგრამ ეს ამბავი გამოირიცხა.

"მერსისაიდელები" მამარდაშვილს აუცილებლად
პრემიერ ლიგის გუნდში გაანათხოვრებენ, რადგან მიაჩნიათ, რომ ასე ინგლისურ სტილს ალღოს უფრო ადვილად აუღებს.

Metro-ს ინფორმაციით, ოთხი პრემიერ ლიგის ბინადარი კლუბი (სახელები არ დაკონკრეტებულა), მზადაა, ქართველი 1 სეზონით იჯარით აიყვანოს.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ყოველდღიურად რამდენ ზღაპარს ყვებით, არ დაიღალეთ? ან მამარდაზე, ან ხვიჩაზე. ყავაზე სამკითხაო ბიურო მოაწყეთ, ეგ უკეთესად გამოგივად.
მერაბი
09:33 15-08-2024
0
72 კი არა 288 საათი დაწერეთ)))ყოველ დღე მინიმუმ ხუთი სულელური სტატია შეგიძლიათ დაწეროთ ამ ხნის განმავლობაში,ქვეყანას მაინც არ ყავს პატრონი და თქვენ რა მოგეთხოვებათ!?)
გიუშა
09:01 14-08-2024
10

სიახლეები პოპულარული