ყველაფერი მომდევნო 72 საათში გადაწყდება - სლოტსა და "ლივერპულს" მამარდაშვილთან დაკავშირებით ახალი გეგმა აქვს

AutoSharing Option
ინგლისური პოპულარული გამოცემა metro გიორგი მამარდაშვილის "ლივერპულში" შესაძლო ტრანსფერზე უახლოეს ინფორმაციას ავრცელებს.

წყაროს ცნობით, "მერსისაიდელებმა" "ვალენსიასთან" წინასწარი მოლაპარაკებები დაასრულეს და ესპანურ მხარეს შეუთვალეს, რომ ოფიციალური წინადადებით უახლოეს 72 საათში დაბრუნდებიან.

Metro გვაუწყებს, რომ "ღამურები" 34 მილიონ ფუნტს, ანუ 40 მილიონ ევროს ითხოვენ. ამასთანავე, ჩვენი ბრიტანელი კოლეგები "ლივერპულისა" ახალი მწვრთნელი არნე სლოტისა და გუნდის გადაწყვეტილების შესახებ წერენ.

მოგეხსენებათ, "ენფილდის" ბინადრები გიორგის 1 სეზონით იჯარით გაშვებას აპირებენ და იწერებოდა, რომ ეს შესაძლოა, სწორედ "ვალენსია" ყოფილიყო, მაგრამ ეს ამბავი გამოირიცხა.

"მერსისაიდელები" მამარდაშვილს აუცილებლად
პრემიერ ლიგის გუნდში გაანათხოვრებენ, რადგან მიაჩნიათ, რომ ასე ინგლისურ სტილს ალღოს უფრო ადვილად აუღებს.

Metro-ს ინფორმაციით, ოთხი პრემიერ ლიგის ბინადარი კლუბი (სახელები არ დაკონკრეტებულა), მზადაა, ქართველი 1 სეზონით იჯარით აიყვანოს.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ყოველდღიურად რამდენ ზღაპარს ყვებით, არ დაიღალეთ? ან მამარდაზე, ან ხვიჩაზე. ყავაზე სამკითხაო ბიურო მოაწყეთ, ეგ უკეთესად გამოგივად.
მერაბი
15 აგვისტო 2024 09:33
0
72 კი არა 288 საათი დაწერეთ)))ყოველ დღე მინიმუმ ხუთი სულელური სტატია შეგიძლიათ დაწეროთ ამ ხნის განმავლობაში,ქვეყანას მაინც არ ყავს პატრონი და თქვენ რა მოგეთხოვებათ!?)
გიუშა
14 აგვისტო 2024 09:01
10
დავიწყებ იქიდან რომ ეს უნიჭიერესი ახალგაზრდა კაცი რომელმაც თავი ასე წარმატებით გამოიჩინა პირველ რიგში არის დამსახურება იმ გუნდში თამაშით ვალენსიას ვგულისხმობ და შემდეგ უკვე საქართველოს ნაკრებს, ვალენსიას ყველაზე ცუდი დაცვა ყავდა წინა წელს და ამ ფონზე გიოს მეტი სამუშაო მოუწია ანალოგიურად შემიძლია საქართველოზე მოშლილი დაცვის ცენტრი და გიოს გაზრდილი სამუშაო რამაც შედეგი გამოიღო წარმატებები საქართველოს და ყველა ქართველს და მეტი ობიექტურობისთვის ძლიერ გუნდებთან მამარდას როლი საგრძნობლად შემცირდება ლივერპული ბაიერნი ჩელსი რავიცი ათას გუნდებს წერდნენ ამ ბიჭისთვის ამ ეტაპზე ვფიქრობ ვალენსიაში დარჩენა ყველაზე სწორი იქნება ლივერპულიდან ალისონს არავინ გაუშვებს და არც ნოიერს დასვავენ სკამზე ამიტომ ამ აბსტრაქტული ილუზორული სიურეალიზმიდან გამოვიდეთ ჯობს ❤️
რეალური შემფასებელი
14 აგვისტო 2024 02:17
17
ალისონი მიდის მომდევნო წელს და მაგიტოც არის საუბარი 1 წლიან იჯარაზე. თან ალღოს აუღებს ინგლისურ ფეხბურთს მანამდე.
Lm
14 აგვისტო 2024 07:48
0
ანუ გარკვევით წერია, რომ იჯარით უშვებენ გამოცდილების მისაღებად. არ აპირებენ სკამზე დასმას. მამარდა კი არა კელეჰერი აღარ ჯდება სკამზე უკვე და სხვა გუნდში იწევს.
karoche
14 აგვისტო 2024 07:35
0
ყველა გამოხმაურება

სიახლეები პოპულარული