გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "კოპენჰაგენი" პლეი-ოფში გავიდა

AutoSharing Option
კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში „კოპენჰაგენი“ გასვლაზე „ბანიკთან“ 0:1 დამარცხდა, თუმცა პლეი-ოფის საგზური მოიპოვა.

პირველი შეხვედრა დანიურ გუნდს 1:0 ჰქონდა მოგებული, ჩეხეთში ძირითად დროში 0:1 დამარცხდა, ორი დაპირისპირების შედეგად ფრე, 1:1 დაფიქსირდა, ექსტრა ტაიმები დაინიშნა, რომელშიც ანგარიში არ შეიცვალა, პენალტების სერიაში კი „კოპენჰაგენმა“ 2:1 იმარჯვა.

სტუმართა გუნდის მცველი გიორგი გოჩოლეიშვილი მე-60 წუთზე ბირგერ მელინგის ნაცვლად შევიდა შეცვლაზე.

პლეი-ოფში „კოპენჰაგენი“ შოტლანდიის „კილმარნოკს“ შეხვდება - 22 აგვისტოს საკუთარ მოედანზე, ხოლო 29 აგვისტოს სტუმრად.

ოსტრავა. „ვიტკოვიცე არენა“
ბანიკი - კოპენჰაგენი 1:0
(პენ 1:2)

გოლი: პრეკოპი (42)

alt"კოპენჰაგენში" გოჩოლეიშვილის დებიუტი ევროტურნირის მატჩში შედგა

მკითხველის კომენტარები / 2 /
ურურუ კონფერნს ლიგაზე თამაშობენ
მომავალ წელს შეიძლება ითამაშონ
gomako
09:41 16-08-2024
0
დიდი შანსია კოპენჰაგენმა და გოჩოლეიშვილმა ჩფმპიონთა ლიგის ჯგუფი ითამაშონ.
უფრო გამოცდილია დანიური კლუბი
ბათუმელი ექსპერტი
00:56 16-08-2024
11

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული