"იბერია 1999" ისევ დამარცხდა - ქართული კლუბების ევროსეზონი ისევ ნაადრევად დასრულდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში „იბერია 1999“ გასვლაზე „ბაშაქშეჰირთან“ 0:2 დამარცხდა.

პირველი შეხვედრა ქართულ გუნდს 0:1 ჰქონდა წაგებული, თურქეთშიც მარცხი განიცადა და გათამაშებას გამოეთიშა.

პირველ ტაიმში თანაბარი თამაში იყო, ყველაზე რელური მომენტი სტუმრებმა შექმნეს, როდესაც ჩაწოდებულ ბურთს კოხრეიძემ ქუსლით მიმართულება შეუცვალა, მეკარემ მოიგერია, დამატებაზე კი სილამ ვერ გაიტანა. შესვენების შემდეგ მაკარიძესთან პირისპირ მეტოქის ორი ფეხბურთელი - დავიდსონი და პელკასი გავიდა, ერთმანეთს ხელი შეუშალეს და ანგარიში ვერ გახსნეს. თუმცა, მალე თბილისელთა კარი პიონტეკმა დალაშქრა. მერე საჯარიმოდან პელკასმაც გაგვიტანა. 90-ე
წუთზე ჯინჯოლავას დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა და შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა.

კონფერენს ლიგის პლეი-ოფში „ბაშაქშეჰირი“ ირლინდიის „სენტ პატრიკსს“ დაუპირისპირდება.

სტამბოლი. „ფათიჰ თერიმი“
ბაშაქშეჰირი - იბერია 1999 2:0
გოლები: 1:0 პიონტეკი (50), 2:0 პელკასი (62)

საბურთალო: მაკარიძე, ჯინჯოლავა, ჯგერენაია, აგიაკვა, კაპანაძე, ქარდავა (სიხარულიძე 73), ნონიკაშვილი (ხაჩიძე 84), კოხრეიძე (ო. მამაგეიშვილი 62), გ. მამაგეიშვილი (დადიანი 84), ი. ტაბატაძე (ახვლედიანი 62), სილა

alt"იბერია 1999"-მა "ბაშაქშეჰირთან" თანაბარ მატჩში მარცხი განიცადა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 20 /
Transfermarkt-ზე ვნახულობდი უცხოეთში მოთამაშე ქართველებზე ინფორმაცის. აღმოავჩინე რომ 250 ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელიდან თითქმის ნახევარი უცხო ქვეყანაში თამაშობს დაახლოებით 120 კაცამდე. ოღონდ ყველა კი არ თამაშობს მაღალი დონის კლუბებში, პრაქტიკულად ამათი ნახევარი საშუალო დონის გუნდებში ან ამაზე უარეებში თამაშობენ. 10-15 წლის წინ ეს პრობლემა არ იყო იმდენად, რადგან ქართველები ასე მასიურად არ მიდიოდნენ უცხოეთში, ყაზახეთში, ბოსნიში, ან პოლონეთის და რუმინეთის მეორე დივიზიონებში. აქედან 30 კაცი რომც დარჩენილიყო შეიძლება ეროვნული ლიგა 1 თავით უკეთესიც ყოფილიყო, ისეთი მაინც იქნებოდა 10-15 წლის წინ იყო და ქართული გუნდები კონფერენს ლიგის პლეი-ოფებამდე ზოგჯერ მაინც მიაღწევდნენ.
ამასთან არცერთი "ტოპ" ქართული გუნდი ვერ ახერხებს გრძელვადიანი გეგმით მუშაობას ლამის ყოველ 1-2 წელიწადში ცვლიან წვრთნელებს და გუნდის ბირთვს. ასე ანდორის გუნდებსაც ვერ აჯობებ. სტაბილური სიცუაციია კლუბში არის კრიტიკულად აუცილებელი.
ზაქარია
15:43 16-08-2024
0
თურქეთში რა განწყობა, რა ატმოსფერო, რა მომზადებაც არის შეადარეთ ქართულს - ტრანსლაციაც კი არ გვქონდა! თბილისურ თამაშზე ხალხიც არ მივიდა, ვინც მივიდა იმათმა ხმის ამოღება არ იკადრეს! ერთი წესიერი მატჩისწინა პრესკომფერენცია და მზადების სიუჟეტიც არ გაკეთებულა!!! (არადა ამდენი უსაქმური არხი და ტვ გვაქვს! ალბათ ჩვენი ჭურნალისტები ძალიან დაიღალენ და შვებულებები აქვთ! )
და მერე ვინმეს უკვირს რატო ვერ ვიგებთ?! ნახეთ აზერების "ზირა", სომხური "ნოა" რა გარემოში თამაშობენ და როგორი გულშემატკივრობა აქვთ ყველა მხრიდან!!!! აქ მარტო სუპერთასის დონეა, ბარსა უნდა ჩამოვიდეს, ან თუ რამე სვეცკობაა მერე მიაწყდება სრული ჯომონდი და ელიწა! მოკლედ რაა ამ ქვეყნის კუდაბზიკობაა მოურჩენელი და დიდი პრობლემა!!!!!
ლექსო
10:16 16-08-2024
1

სიახლეები პოპულარული