კონტრაქტის გახანგრძლივება დე ლაურენტისის მამის დაარსებულ კომპანიაში - ხვიჩასა და "ნაპოლის" ახალი შრომითი ხელშეკრულების დეტალები

AutoSharing Option
დღევანდელი Il Mattino ხვიჩა კვარაცხელიასა და "ნაპოლის" კონტრაქტის გახანგლძრივების ახალ დეტალებზე წერს.

წყაროს ცნობით, მას შემდეგ რაც ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა დაიხურება, ჩვენებური "პარტენოპეისთან" ახალ შრომით ხელშეკრულებას გააფორმებს, რომელიც 2029 წლამდე იქნება გათვლილი და სეზონურად დაახლოებით 6 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

ეს ცერემონია "ნაპოლის" პრეზიდენტის აურელიო დე ლაურენტისის მამის ლუიჯი დე ლაურენტისის მიერ დაარსებული კომპანია Filmauro-ში შედგება, რომელიც ფილმების გადაღებასა და მის გაყიდვას აწარმოებს.
მკითხველის კომენტარები / 10 /
ვინც კონტრაქტის ვადის გაგრძელებას ემხრობით, რისი იმედი გაქვთ, რომ წუწურაქი ლავრენტა თავისი ნებით გაყიდის სადმე ორი სამი წლის განმავლობაში? ან კიდევ გაუზრდის ოდესმე ანაზღაურებას? არსებულ არასამართლიან მიზერულ ხელფასს არ უზრდის თავისი პოზიციის მნიშვნელოვნად გაუმჯობესების გარეშე და ხვალ რატომ გააკეთებს ამას?
მოკლედ, კონტრაქტის ვადის გაგრძელება არის კარიერის სრულად ამ არშემდგარ კლუბზე ჩამოკიდება (ხვიჩას მასშტაბისთვის ვგულისხმობ, თორემ ბევრისთვის შეიძლება ოცნების პიკიც კი იყოს). 28-29 წლის ასაკში არცერთ გრანდს აღარ ენდომება ხვიჩას წაყვანა ლავრენტას იმ მომენტისთვის წაყენებული პირობებით. აგერ ფაქტი - ოსიმენს ყიდის ტიპი და არავის მოყავს. კი ბატონო, ცუდი ხასიათი აქვს, მაგრამ მთლად ეგეთი ჩამოსაწერი ფეხბურთელიც არაა, ნორმალური ფასის შემთხვევაში მყიდველი რომ არ ყავდეს.
დათა თუთაშხია
02:45 18-08-2024
2
Zura222... მსჯელობა აქვს, ქვას გახეთქავს... არ ითამაშოსო, მოედანზე სასეირნოდ გამოვიდესო და თან ამბობს, სკამზე ვერ დასვამენო... ხო, ზუსტად მასეა, მოედანზე სასეირნოდ გამოსულ ფეხბურთელს, კონტე ყოველ თამაშში სასტარტოში დააყენებს!... სასაცილო არაა ეხლა ამის მსჯელობა?!.. თუ არა და, არაუშავს, იყოს ნაპოლიში მილიონ ნახევრიანი კონტრაქტით კიდე სამი წელიო... და ამ სამ წელიწადში რა მოხდება იცის ვინმემ?!... ეს zura ეტყობა გაგებაში არაა თუ რამხელა სტრესია ვარსკვლავისათვის სამი წელი მიზერული ხელფასით თამაში... არავინაა სულელი რომ ასე მოიქცეს, მაგრამ ვთქვათ რომ მართლა ასე მოიქცეს, ამან შეიძლება ადამიანი ფსიქოლოგიურად გატეხოს...ან და, ღმერთმა დაიფაროს ხვიჩა და, მძიმე ტრამვა რომ მიიღოს დავუშვათ და კონტრაქტის ბოლო წელს... აი ისეთი, ჩაკვეს რომ ორი წელი გაუცდა... ამ შემთხვევაში რა ხდება, ვკითხოთ ერთი zuras...კარგი ხელფასია 6 მილიონი... ეს ოთხჯერ მეტია ვიდრე ეხლა აქვს... მითუმეტეს, ისეთი კლუბისათვის, რომლის შემოსავლის ძირითადი წყარო არა რამე სხვა ბიზნესებია, არამედ ძირითადი შემოსავლის წყარო არის თავად კლუბი და ფეხბურთი....ოსიმენს ათი მილიონი ხელფასი არის სულ სხვა შემთხვევა...აქ ლოურენტისი უბრალოდ იძულებული იყო ოსიმენის მოთხოვნას დათანხმებულიყო...თუ რატომ და რისთვის, ამაზე ეხლა არ დავწერ... რაც შეეხება გამოსასყიდ თანხას, რაც ნაკლები იქნება, მით უკეთესი, მაგრამ ეს მოლაპარაკების საკითხია... ხვიჩა განაახლებს კონტრაქტს...სპორტული თვალსაზრისით, ეს მისთვის ფსიქოლოგიური სიმშვიდის მომტანი იქნება...მერე კი, ბევრი ვარჯიში და თამაშისას თავდადება...ღმერთი ფარავდეს!
ქუთაისი
14:28 17-08-2024
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული