ყველა შეტევის ორგანიზატორი. ჩაკვეტაძის საგოლე პასი - "უოტფორდმა" ისევ მოიგო

AutoSharing Option
ჩემპიონშიფის მეორე ტურში „უოტფორდმა“ საკუთარ მოედანზე „სტოკი“ 3:0 დაამარცხა.

მასპინძელთა გუნდის შეტევებს ჩაკვეტაძე ხელმძღვანელობდა, სამჯერ გაიყვანა პარტნიორები ხელსაყრელ პოზიციაზე, მაგრამ მათ მიზანს ვერ მიაღწიეს. გიორგიმ ორჯერ უშედეგოდ სცადა საჯრიმოდან გატანა, შესვენების შემდეგ კი „უოტფორდმა“ ორწუთიან ინტერვალში ორჯერ დალაშქრა მეტოქის კარი. თავი კაიემბემ და ენდრიუსმა გამოიჩინეს. მერე ჩაკვეტაძის სწრაფი გარღვევისა და პასის შედეგად კაიემბემ გაიტანა და დუბლი შეასრულა.

"ჩაკვე" 84-ე წუთზე შეცვალეს და ანალიტიკური საიტებისგან მაღალი შეფასებები დაიმსახურა: whoscored 8.2, sofascore 8.2, flashscore 8.1.

„უოტფორდმა“ ჩემპიონატის სტარტზე ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა
და 24 აგვისტოს „დერბის“ მიიღებს.

უოტფორდი. „ვიკარიჯ როუდი“
უოტფორდი - სტოკი 3:0
გოლები: 1:0 კაიემბე (47), 2:0 ენდრიუსი (49), 3:0 კაიემბე (73)

მკითხველის კომენტარები / 13 /
ძალიან ვგულშევმატკივრობ ამ ბიჭს!! მჯერა ცოტახანში მსოფლიოს აალაპარაკებს, უდიდესი პოტენციალი აქვს.
1
ცოტა სიფრთხილეა საჭირო, რომ ტრამვა არ აიკიდოს, დანარჩენი ჩაკვეს რომ არაფერი ეშლება მოედანზე, უმაგათოდაც ვიცით ჩვენ.
ჟორა
20:58 17-08-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული