"შეხედეთ ფანებს, როგორ სურთ მისი აქ დარჩენა" - "ვალენსიას" სპორტულმა დირექტორმა მამარდაშვილზე ისაუბრა

AutoSharing Option
ლა ლიგის პირველ ტურში "ვალენსიასა" და "ბარსელონას" (1:2) მატჩის შემდეგ "ღამურების" სპორტულმა დირექტორმა მიგელ ანხელ კორონამ გიორგი მამარდაშვილის შესახებ ისაუბრა.

შეხვედრის დასრულებისას ესპანური კლუბის ფანები სკანდირებდნენ: "გიორგი დარჩი".

კორონას თქმით, "მამარდას" შესახებ კონკრეტული კლუბებისგან დაინტერესება ნამდვილად არსებობს, თუმცა ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაფერია.

"შეხედეთ ფანებს, თუ როგორ სურთ გიორგის აქ დარჩენა, შესანიშნავი ჟესტი იყო. სხვადასხვა კლუბებს მისი დამატება ნამდვილად სურთ, თუმცა გადაწყვეტილი არაფერია და ის ამ მომენტისთვის ჩვენთანაა.

შეგახსენებთ, "მამარდას" გადაბირებასთან ყველაზე ახლოს "ლივერპულია", "სქაუზერები" გიორგის შეძენის შემდეგ მის "ბორნმუნთში" განათხოვრებას გეგმავენ.

alt

მამარდაშვილის "ვალენსიამ" სახლში "ბარსელონასთან" მარცხი განიცადა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 3 /
მამარდ,ახლა წასვლა იქნება ესპანეთიდან?!დარჩი კიდევ ერთი წელი ლა ლიგაში საუკეთესო ლიგაა!!
გიგი
13:04 18-08-2024
0
გიო ნუ წახვალ шენ იქ უყვარხართ და გაფასებენ ვალენსია დიდი გუნდია
მერაბი ბებია გარახა чხოროცყუ
12:48 18-08-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული