კვარაცხელიამ მოედანი დაზიანების გამო დატოვა - "ვერონასა" და "ნაპოლის" მატჩის პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა

AutoSharing Option
სერია A-ს პირველი ტურის მატჩის პირველი ტაიმი „ვერონასა“ და „ნაპოლის“ შორის 0:0 დასრულდა.
სტუმრები თავიდანვე დაეუფლენ უპირატესობას, განსაკუთრებით კვარაცხელია აქტიურობდა, რომელსაც ეუხეშებოდნენ და ტშატშუას ყვითელი ბარათი მიაღებინა. თუმცა, ნეაპოლელებს სახიფათო მომენტების შექმნა უჭირდათ. პირველი შანსი ანგისას მიეცა, მაგრამ მან დი ლორენცოს ჩაწოდებული ბურთი მიზანს ააცილა. შემდეგ ანგისამ მეკარის შეცდომით ვერ ისარგებლა და საჯარიმოს გარედან ცარიელ კარში ვერ გაიტანა. ცოტა ხანში კარგი კომბინაცია ლობოტკამ ვერ დააგვირგვინა.მერე ხვიჩა მეკარე მონტიპოსთან პირისპირ გავიდა, მაგრამ ბოლო მომენტში მის მიერ დარტყმული ბურთი ტშატშუამ დაბლოკა. მორიგი
შეტევისას "კვარას" მცველის ხელი თვალში მოხვდა, სამედიცინო პერსონალის დახმარებით დატოვა მოედანი და რასპადორიმ შეცვალა.

ვერონა. „მარკ ანტონიო ბენტეგოდი“
ვერონა - ნაპოლი

altკვარაცხელიასა და მიქაუტაძის მატჩის დღე! - შეხვედრები, რომელიც დღეს და ხვალ დიდ ინტერესს იმსახურებს

მკითხველის კომენტარები / 11 /
Imena ra doneze achvenebs kvara gansxvavebas es sircxvilia italielebistvis saertot imitomrom pexburtis tamashi ar qvia rasac isini tamashoben aramarto verona napolicda saertod mteli italiis chempionati aq kvaras ukve araferi ar esaqmeba roca verapers ushvebian saertod unda chartyan an da mcxobridan gamixvanon ese tamashobda mteli italia da axlac asea da es ar isjeboda da axlac arisjeba
Achi
23:11 18-08-2024
0
არ ვიცი, რატომ ფიქრობენ რომ ამ გუნდში დარჩენა სწორი გადაწყვეტილებაა ხვიჩასთვის? რატომ? ვშიშობ უარესებს ვნახავთ, რაც არ მინდა, არანაირად. ეს ფეხბურთი ნაღდად არაა. ცოდოა ეს ბიჭი, გულწრფელად ვამბობ.
ლევანი
23:01 18-08-2024
0

სიახლეები პოპულარული