ხვიჩა მწყობრიდან გამოიყვანეს - "ნაპოლიმ" სერია A საშინელი მარცხით დაიწყო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს პირველ ტურში „ნაპოლი“ გასვლაზე „ვერონასთან“ 0:3 დამარცხდა.

სტუმრები თავიდანვე დაეუფლენ უპირატესობას, განსაკუთრებით კვარაცხელია აქტიურობდა, რომელსაც ეუხეშებოდნენ და ტშატშუას ყვითელი ბარათი მიაღებინა. თუმცა, ნეაპოლელებს სახიფათო მომენტების შექმნა უჭირდათ. პირველი შანსი ანგისას მიეცა, მაგრამ მან დი ლორენცოს ჩაწოდებული ბურთი მიზანს ააცილა. შემდეგ ანგისამ მეკარის შეცდომით ვერ ისარგებლა და საჯარიმოს გარედან ცარიელ კარში ვერ გაიტანა. ცოტა ხანში კარგი კომბინაცია ლობოტკამ ვერ დააგვირგვინა. მერე ხვიჩა მეკარე მონტიპოსთან პირისპირ გავიდა, მაგრამ ბოლო მომენტში მის მიერ დარტყმული ბურთი ტშატშუამ დაბლოკა. თან "კვარას" მცველი შეეჯახა,
სამედიცინო პერსონალის დახმარებით დატოვა მოედანი და რასპადორიმ შეცვალა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ლივრამენტომ ჟუან ჟეზუსს დაასწრო და მასპინძლები დააწინაურა. „ნაპოლის“ მალევე შეეძლო ანგარიშის გათანაბრება, თუმცა ანგისამ ბურთი ხარიხას გაარტყა. 75-ე წუთზე კი მოსკერა მცველებს გაექცა და მერეტის კარი დალაშქრა. მოსკერას მალე გატანა მერეტმა არ დაანება, მაგრამ მან კომპენსირებულ დროში დუბლი მაინც შეასრულა.

25 აგვისტოს „ნაპოლი“ „ბოლონიას“ უმასპინძლებს.

ვერონა. „მარკ ანტონიო ბენტეგოდი“
ვერონა - ნაპოლი  3:0
გოლები: 1:0 ლივრამენტო (50), 2:0 მოსკერა (75), 3:0 მოსკერა (90+3)

altკვარაცხელიასა და მიქაუტაძის მატჩის დღე! - შეხვედრები, რომელიც დღეს და ხვალ დიდ ინტერესს იმსახურებს

მკითხველის კომენტარები / 29 /
მე ასეთ რამეს ვიტყვი და მგონია, რომ ისეთ რამეს ვამბობ ბევრი ვერ იტყვის :))) ხვიჩა - მსოფლიო დონის ფეხბურთელია! მეტიც, ასეთი ფეხბურთელი არაა დღეს არსად! სასწაული კაცია, ჩემი მეგობარი მგონია! და ეგრეცაა! უდიდესი პატივისცემა მას და დიდი სიმატიები ჩემგან. ასეთი ღირსეული, სინდისისმიერი, კეთილი, ვაჟკაცი, ადამიანური, პრინციპული, საყურებლად და საამაყოდ საინტერესო ცოტა მოთამაშე მინახავს. გრამი ყ ალბი პატოსი და სენტიმენტალობა არ აქვს, გრამი ყალბი პატრიოტიზმი და მედროვეობა. საოცარი ბიჭია. ტფუ ტფუ ტფუ. კლინსმანი მომწონდა ყოველთვის განსაკუთრებულად და ჩვენი ხვიჩა. დღეს რაც მოხდა, აი ამ პატარა წვრილმანებშიც , რეაქციებშიც ღირსეული და საინტერესოა. კვარა ვერაფერს გირჩევ წახვიდე თუ დარჩე, ორივე სწორი იქნება, ეს გუნდი რომ დიდი შანსია უშენოდ გავარდეს ეგ ფაქტია. თუმცა ეგ მაგათი უაზრო და უმადური პოლიტიკის შედეგია. შენ რასაც გადაწყვეტ ის ქენი, უბრალოდ იცოდე, რომ ლიონსაც ვუყურე, სენტ ეტიენსაც, იქ ბარსელონაა, იქ მანჩესტერი, მარა კვარა რომ თამაშობს ამაზე საინტერესო საყურებელი არაა არც ერთი. არც რეალი და არც ბრაზილიის ნაკრები. ჯანმრთელად დაბრუნდი და სადაც არ უნდა თამაშობდე, მადლობა რომ ასეთი თავდადებით და ასეთი სამაგალითო ადამიანობით, ღირსებით და სინდისით ხარ :) ზურგის ქარი მეგობარო. ყველა კადრი, სადაც ხვიჩაა არის ზღაპრული! და დღეს იმ პატარა, პუტკუნა საყვარელ ბავშვს რომ ეფერებოდა და მერე სათითაოდ ყველას ხელს ურტყამდა აი ეს თუნდაც , აი ეს მეტყველებს ძალიან ბევრზე და ისიც იცოდეთ, რომ მთელი ეს ქართული რენესანსი ფეხბურთის ამ პატარა, ვაჟკაცი და პრინციპული, სუფთა ბიჭის დამსახურებაა! აქვე ერთსაც დავამატებ - ჩაკვეს დაწყებული საქმეა ეს. იმასაც არ ვუკარგავ რაც ქნა, ეხლა ხვიჩამ აიღო ის დროშა და ჩაკვეც ბრუნდება, რაღაც იმედგაცრუების და ჩავარდნის მერე, ესეც მგონია ხვიჩას მაგალითით ირწმუნა საკუთარი ძალების და ნიჭის და აქაც კვარას მეგობრობას, ადამიანურ დამოკიდებულებებს უნდა ვუმადლოდეთ, რომ ნაკრებში ასეთი სიტუაციაა. 1 დისლაიქი იქნება და 90 ლაიქი ამ მესიჯზე :))) მართლა კი არა, 50 დისლაიქი და 798 ლაიქი :)))) ან დაბლოკავს საერთოდ მოდერატორი. ეს ამათი საყვარელი საქმიანობაა, აბა მიდი ადმინ, გააქრე მაგის დედაც, ვის რათ უნდა ამდენი ნაწერი. ც
16
მეათეზეც ვერ გავლენ ამ სეზონში, კონტე არი ჩვეულებრივი ბლეფი, 31 წლის ლუკაკუზე რო დაფიქრდება კაცი, მანდ ყველაფერი გასაგებია
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული