ნებადართული ნადირობა კვარაცხელიაზე - როგორია მისი მდგომარეობა?

AutoSharing Option
სერი A-ს პირველ ტურში „ვერონას“ ფეხბურთელები თავიდანვე ძალიან ეუხეშებოდნენ „ნაპოლის“ გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას. ჯერ პაველ დავიდოვიჩი უკნიდან შეეჯახა და წააქცია, რასაც მსაჯმა ყურადღება არ მიაქცია. შემდეგ „კვარა“ ჯექსონ ტშატშუამ მოცელა და ყვითელი ბარათი მიიღო. პირველი ტაიმის ბოლოს კი კვარაცხელიას გამოუყენებელი მომენტის მერე დავიდოვიჩი განზრახ შეეჯახა და შესაცვლელი გახდა. ერთი სიტყვით, ქართველზე ნადირობამ შედეგი გამოიღო.

ნეაპოლური კლუბის სამედიცინო სამსახურის ცნობით, ხვიჩას პრობლემა შეექმნა და კუნთიც დაეჭიმა, თუმცა საგანგაშო არაფერია. ის, სავარაუდოდ, 25 აგვისტოს „ბოლონიასთან“ თამაშს შეძლებს. ერთია ოღონდ სათქმელი - ეს
კვარაცხელიას მიმართ მიზანმიმართული უხეშობაა და მსაჯებს მისი დაცვა მართებთ.

altხვიჩა მწყობრიდან გამოიყვანეს - "ნაპოლიმ" სერია A საშინელი მარცხით დაიწყო [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 18 /
ეგ არაფერია სეზონის დასაწყისი მძიმეა ყოვეთვის! ხვიჩა ჩემპიონია.
Davit
12:21 19-08-2024
6
ეხლა დაიწყეთ გამართლება აბა თქვენ იცით!! ყველა სათამაშო ეპიზოტში კვარა ბურთს რომ კარგავს ჯარიმას და ყვითელ-წითელს,რომ ითხოვთ სადაური წესია, ფეხბურთში უხეშობის ზღვარზე თამაში მოსულია და სხვაგვარად როგორ წარმოგიდგენიათ,სადაც გასაყვითლებელი იყო მსაჯმა გააყვითლა კიდეც. დავიდოვიჩი განზრახ შეეჯახა და კუნთის პრობლემა შეექმნაოოო.ხა ხა ხაა!! შეეჯახებიან და ფეხებშიც და სხვა ადგილებშიც მოხვდება, აბა როგორ გინდათ/უნდა/. იმაზე რატომ არაფერს ამბობთ, რომ მთელი ტაიმის განმავლობაში სულ რამდენჯერმე მიიღო ბურთი და ყველა დაკარგა ან პასი უკან. მოედანზე ვეტერანივით რომ დარბის და ნაჩუქარი მომენტი ვერ შეირგო-საიდან წამოეწია მცველი, კიდევ ერთ მომენტში ერთ-ერთზე რომ დარჩა მცველთან და კარზე წასვლის ნაცვალად პადსებია რომ დააპირა და ფეხებში მოხვდა კიდეც-აბა როგორ! მცველები გაეცლებიან და ანტრე ბატონოო..მოდი გაიტანეოოო...ამას თუ ელოდებით არ ვიცი....ფაქტია ცუდ დღეშია ეს ბიჭი, ან თავი ხელში უნდა აიყვანოს და ამ დაშლილ ნაპოლს ულიდეროს ან სასწრაფოდ უნდა დატოვოს ეს ჭაობი-არ ვიცი როგორ, მაგრამ კლუბი უნდა შეიცვალოს და შეეცადოს თავისი ტალანტი ახლიდან წარმოაჩინოს ...ერთი სიტყვით გადატვირთვა სჭირდება სასწრაფოდ.....
46
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული