"ცუდი ხასიათი ჰქონდა... მან ეს ყველაფერი საქართველოს ნაკრებში გაიაზრა..." - საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა სანიოლზე ისაუბრა

AutoSharing Option
საფრანგეთის ნაკრების ყოფილამ დამრიგებელმა რაიმონ დომენეკმა footamateur-ს ინტერვიუ მისცა, სადაც სთხოვეს იმ ფეხბურთელების საუკეთესო თერთმეტეული ჩამოეთვალა, რომელსაც თავად წვრთნიდა.

მან სიაში საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი მენეჯერი ვილი სანიოლიც შეიყვანა, რომელიც ასე დაახასიათა:

"სანიოლს ცუდი ხასიათი ჰქონდა, მას ყოველთვის ვეუბნებოდი, რომ ის საქმის გაფუჭების ნამდვილი მეფე იყო. ახლა როცა ის საქართველოს ნაკრების მწვრთნელია, მან ეს ყველაფერი გაიაზრა", - თქვა დომენეკმა.

შეხსენებისთვის, დომენეკი საფრანგეთის ნაკრებს 2004/10-წლებში ავარჯიშებდა და მისი ხელმძღვანელობით მამლები 2006 წელს მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალოსნები გახდნენ.
მკითხველის კომენტარები / 25 /
ბევრი არაფერი გამეგება ფეხბურთის ,მაგრამ ჩემი აზრით ზივზივაძე სპეციალურად არ ათამაშა მაგ სანიოლმა ტომ ფეხბურთი წაგვეგო,მწვრთნელმა სხვის ჭკუაზე არ უნდა იაროს და ფეცბურყელს მისცეს თავის გამოვლენის საშვალება,დარწმუნებული ვაფ არამარტო მე მთელი საქართველო დთეს რომ ბუდუს შეეძლო გოლები გაეტანა და ქოცხროვის გამო კაცი არ ათამაშეს და შანსიც ნაკლები იყო მოგვეგო,ბოლო თამაში რომ მახსენდება თამაში კიარა უძინართა თამაში იყო სუფთა მარტო დაცვაში ყავდა ხალხი მაგ სანიონს და არა შეტევაზე
მთვარე
10:44 18-08-2024
9
მწვრთნელზე ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ფაქტია, რომ რამდენიმე კონკურენტუნარიანი ფეხბურთელი გვყავდა, კვარას თავმდაბლობამ და მონდომებამაც ქვეყანაში ფეხბურთის ინტერესი მნიშვნელოვნად გაზარდა და მაყურებელი მოიზიდა, ამით ფეხბურთელებსაც მონდომება მიეცათ.
იღბალი
17:56 16-08-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული