"ლივერპულის" ზაფხულის პირველი შენაძენი - გადაწყდა, მამარდაშვილი ამ კვირაში ინგლისური გრანდის ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება

AutoSharing Option
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, დღეს, 21 აგვისტოს "ლივერპულისა" და "ვალენსიას" წარმომადგენლების კიდევ ერთი შეხვედრა შედგა, სადაც გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერი განიხილეს.

მხარეები შეთანხმდნენ, რო გარიგება ამ კვირაში ოფიცილურად უნდა დასრულდეს, ახლა მხოლოდ მცირე დეტალებიღა დარჩა შესათანხმებელი, რის შემდეგაც ქართველი "მერსისაიდელთა" ფეხბურთელი და 2024 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პირველი შენაძენი ოფიციალურად გახდება.

გიორგი 1 სეზონით "ვალენსიაში" იჯარით დარჩება, შემდეგ კი "ლივერპულში" გადაბარგდება და ალისონს ჩაანაცვლებს, რომელიც ამ სეზონის შემდეგ სავარაუდოდ, "ენფილდს" დატოვებს.
მკითხველის კომენტარები / 13 /
სალაჰი წინა სეზონშიც მიდიოდა არაბეთში და ამ სეზონშიც მარა ისევ იქ არის ერტხელ თუ უშვებენ იჯარით მეორედ ვერ გაუშვებენ ალისონმა წასვლა რო გადაიფიქროს თან სავაურუდოდ დატოვებსო არ გინახიატ ფეხბურტელები რო იციან ფასი გაეზრდება იმიტო ყიდულობენ 2-3 წლით ადრე სანამ ძირითადის წევრი გახდება ალისონი რომ წავა სეზონის ბოლოს ასეთი დამტკიცებიტ რატო გგონიათ მიქაუტაძე ნაყიდი სხვა კლუბში გადავიდა ყველაფერი ხდება ფეხბურთში
ნოდო
19:44 21-08-2024
0
ასაკით პატარა ბიჭია, მაგრამ კარიერული გადაწყვეტილებები ბრძნული, ეტყობა აგენტიც კარგი ჰყავს. წარმატებები და მაგარი კარერა გიორგის!
Irakli
19:33 21-08-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული