რა თანხას გამოიმუშავებს მამარდაშვილი "ლივერპულში" გადასვლის შემდეგ - ცნობილი გახდა, რა დეტალები დარჩათ შესათანხმებელი ინგლისელებს "ვალენსიასთან" ქართველის ტრანსფერის გასაოფიციალურებლად

AutoSharing Option
ესპანური Super Deporte იმის შესახებ წერს, თუ რა დეტალი დარჩათ შესათანხმებელი "ლივერპულსა" და "ვალენსიას", რომ ქართველი მეკარის ტრანსფერი ინგლისურ გრანდში ოფიციალურად გამოცხადდეს.

ირკვევა, რომ ახლა საუბარი იმაზე მიდის, თუ ვინ გადაუხდის იჯარის დროს ხელფასს მამარდაშვილს და ასევე "მერსისაიდელები" ტრანსფერის თანხას ერთიანად გადაიხდიან თუ ნაწილებად დაჰყოფენ. 

"ლივერპულმა" უკვე შეათანხმა პირადი კონტრაქტის დეტალები მამარდაშვილთან, რომელიც ახლა "ვალენსიაში" 2 მილიონზე ნაკლებს გამოიმუშავებს .

"ლივერპულში" მას ორჯერ მეტს გადაუხდიან. ახლა გასარკვევი ის რჩება, ვინ გადაუხდის ქართველს ხელფასს, როდესაც ის 1 წლის განმავლობაში განათხოვრებული იქნება.

"ლივერპულს" სურს ხელფასი "ვალენსიამ" გადაიხადოს და ტრანსფერის თანხა რამდენიმე წელზე გადაანაწილოს. მაშინ როცა "ღამურების" მფლობელ პიტერ ლიმს უნდა თანხა რაც შეიძლება მალე მიიღოს და თანაც რაც შეიძლება მეტი.

"ვალენსია" უკვე წლებია ევროპული საკლუბო შეჯიბრებზე აღარ გამოდის და შესაბამისად, მნიშვნელოვანი ფინანსური პრობლემები აქვთ. ამიტომ ლიმს სურს 35 მილიონი პლიუს ბონუსები მიიღოს", - წერს გამოცემა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ალისონს 10 მილიონ დოლარზე მეტი აქვს.
ქიტესა
14:03 22-08-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული