მთელი "ლიონი" ტრანსფერზე - შეიძლება მიქაუტაძეც გაყიდონ

AutoSharing Option
"ეკიპის" ცნობით, "ლიონმა" ფეარ პლეის დასაცავად 31 აგვისტომდე 100 მილიონი ევროს ოდენობის თანხა უნდა გამოიმუშავოს, სახელფასო განაკვეთი შეამციროს და ამიტომ ყველა ფეხბურთელი ტრანსფერზე დააყენა.

წინააღმდეგ შემთხვევაში კლუბს DNCG-ისგან (ორგანიზაცია, რომელიც პასუხისმგებელია საფრანგეთში პროფესიული ასოციაციული საფეხბურთო კლუბების ანგარიშების მონიტორინგსა და ზედამხედველობაზე) ფინანსური სანქციები არ ასცდება.

ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში "ლიონმა" ჯეკ ო'ბრაიენისა (ევერტონი) და სკელი ალვეროს (ვერდერი) გაყიდვის შედეგად 25 მილიონი მიიღო, სხვა ფეხბურთელების გასხვისებაც მოუწევს და არავინაა ხელშეუხებელი.

შეგახსენებთ, "ოლიმპიკმა" ახლახან გიორგი მიქაუტაძე "მეცისგან" 18.5 მილიონ ევროდ შეიძინა.

მკითხველის კომენტარები / 27 /
არ ყოფილა საშველი და ეგაა.წინსვლა უნდა ამ ბიჭს,უფრო მაღალი დონის გუნდში უნდა, ვიდრე იყო,მაგრამ არ უმართლებს აშკარად და რა გინდა ქნა???მონაკოს ლიონი როგორ უნდა ამჯობინო დღევანდელ რეალობაში???შეცდომა იყო ეგ.
მირო
02:15 23-08-2024
0
მონაკო რუსი ოლიგარქის გუნდია და სლავაუკრაინის ფონზე გადავიდა ამ საღორეში,შედეგსაც ვხედავთ ,გუნდი დაიშლება და გავარდება.
ნათია
01:54 23-08-2024
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული