მთელი "ლიონი" ტრანსფერზე - შეიძლება მიქაუტაძეც გაყიდონ

AutoSharing Option
"ეკიპის" ცნობით, "ლიონმა" ფეარ პლეის დასაცავად 31 აგვისტომდე 100 მილიონი ევროს ოდენობის თანხა უნდა გამოიმუშავოს, სახელფასო განაკვეთი შეამციროს და ამიტომ ყველა ფეხბურთელი ტრანსფერზე დააყენა.

წინააღმდეგ შემთხვევაში კლუბს DNCG-ისგან (ორგანიზაცია, რომელიც პასუხისმგებელია საფრანგეთში პროფესიული ასოციაციული საფეხბურთო კლუბების ანგარიშების მონიტორინგსა და ზედამხედველობაზე) ფინანსური სანქციები არ ასცდება.

ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში "ლიონმა" ჯეკ ო'ბრაიენისა (ევერტონი) და სკელი ალვეროს (ვერდერი) გაყიდვის შედეგად 25 მილიონი მიიღო, სხვა ფეხბურთელების გასხვისებაც მოუწევს და არავინაა ხელშეუხებელი.

შეგახსენებთ, "ოლიმპიკმა" ახლახან გიორგი მიქაუტაძე "მეცისგან" 18.5 მილიონ ევროდ შეიძინა.

მკითხველის კომენტარები / 37 /
მონაკოში წასულიყო ლიგაზე ითამაშებდა! კაცი გააგდეს და მაინც შეეტენა ლიონს. უთავმოყვარეობა ღუპავს სპორტსმენს
ფრიდონი
19:35 23-08-2024
2
მეცი მაგარ მაყუთს აკეთებს რა ჟორაზე! ეხლა უკან გამოისყიდის 10 მილიონად და 8 მილიონის მინიმუმ მოგებას ნახავს! მერე კიდევ მონაკოს მიყიდის 25 მილიონად გაისად, ერთ 18 ბურთს, რომ გაიტანს!
მწვრთნელი
10:15 23-08-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული