გოჩოლეიშვილმა ფანებს თავი შეაყვარა - "კოპენჰაგენი" ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპს მიუახლოვდა

AutoSharing Option
კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის პირველ მატჩში „კოპენჰაგენმა“ საკუთარ მოედანზე „კილმარნოკს“ 2:0 მოუგო.

მასპინძელთა გუნდის მცველმა გიორგი გოჩოლეიშვილმა შეუცვლელად ითამაშა. ის აქტიური იყო, პირველ ტაიმში თავის გამოჩენაც შეეძლო, როდესაც მეკარესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ ბოლო მომენტში მეტოქე გუნდის ფეხბურთელი ლიუის მაიო დაეწია და გოლი არ გაატანინა.

კლუბის საიტი აღნიშნავს, რომ გულშემატკივრებმა საუკეთესო მოთამაშედ კევინ დიკსი დაასახელეს, ხმების რაოდენობით კი მეორე ადგილზე ქართველი გავიდა. დანიური მედიის ცნობით, გიორგიმ კარგი თამაშით ფანებს თავი შეაყვარა.

საპასუხო შეხვედრა 29 აგვისტოს შოტლანდიაში გაიმართება და "კოპენჰაგენს" ჯგუფურ
ეტაპზე გასვლის კარგი შანსი აქვს.

კოპენჰაგენი. „პარკენი“
კოპენჰაგენი - კილმარნოკი 2:0
გოლები: 1:0 დიკსი (76, პენ), 2:0 ფალკი (90+6)

მკითხველის კომენტარები / 3 /
მართლა ვერ ხვდებით რატომ არ მისცეს ვიზა.?
დავით 67
30 აგვისტო 2024 04:04
0
ძალიან კარგ საშუალო გუნდში მოხვდა შარშანდელ სეზოსაც თუ გავითვალისწნებთ
მიდი გოჩო
23 აგვისტო 2024 15:45
0
კონფერენს ლიგის
დაზუსტება
22 აგვისტო 2024 23:41
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული