საზონოვმა შეიძლება "ტორინო" დატოვოს

AutoSharing Option
"ტუტოსპორტის" ცნობით, 22 წლის ცენტრალურმა მცველმა საბა საზონოვმა შეიძლება "ტორინო" დატოვოს.

საზონოვს გასულ სეზონში მწვრთნელის, ივან იურიჩის ხელმძღვანელობისას თამაში იშვიათად უწევდა, გუნდის ახალმა თავკაცმა, პაოლო ვანოლიმ ის "მილანთან" მატჩის დასასრულს შეიყვანა შეცვლაზე და იმედები ვერ გაუმართლა.

ტურინული კლუბი შეთავაზების შემთხვევაში, საზონოვს გაყიდის (3 მილიონ ევროდ) ან იჯარით გაუშვებს.

მკითხველის კომენტარები / 15 /
ვისაც ახლა ბოღმა ან სხვა რამე აინტერესებს, ჩემდა თავად იმის დედაც, მაგრამ პირადად მე ამ ბიჭის თამაში ვერ ვნახე და მართალი გითხრათ ძალიან გამიკვირდა მისი ტორინოში ტრანსფერი, თუმცა რა თქმა უნდა გამიხარდა. სწორად დაწერა აქ ვიღაცამ, რომ კარგი იქნება, თუ კარლსრუეში გადავა 1-2 წლით და მერე, როცა მაღალი კლასის გახდება, გადავიდეს კარგ კლუბში.
ბმბ
15:36 25-08-2024
0
წუხელ "კარლსრუე"-ს თამაშს ვუყურებდი და იქ ითქვა, რომ გუნდი ცენტრალურ მცველს ეძებს, რადგან მათი დაცვა სუსტად გამოიყურება (გუშინ ორივე გოლი ცენტრიდან გაუშვეს). ჰოდა, ბუდუმ სასწრაფოდ შეაწიოს ერთი-ორი სიტყვა საზონოვზე "კარლსრუე"-ს ხელმძღვანელობასა და მწვრთნელს, კრისტიან აიხნერს. ნაღდად მჯერა, რომ თუ მოესწრება საზონოვის თუნდაც იჯარით გადაყვანა "კარლსრუე"-ში, ორივე მხარე იხეირებს ამ ნაბიჯით - საზონოვს პრაქტიკა არ მოაკლდება, ხოლო კლუბი მის სუსტ წერტილს ამოავსებს (შეტევა და შუა ხაზი ისედაც კარგი ჰყავთ) და ბუნდესლიგაში გადმოსასვლელად იბრძოლებს!
fani
11:48 24-08-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული