მეორე ბუნდესლიგის მესამე ტურში „კარლსრუემ“ საკუთარ მოედანზე „ელვერსბერგი“ 3:2 დაამარცხა.
პირველი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, დაწინაურება კი მასპინძლებმა მოახერხეს. ჯერ ზივზივაძეს გატანა მეკარე კრისტოფმა არ დაანება, ხოლო შემდეგ მისი კარი შორიდან გიუნტერმა დალაშქრა. თუმცა, სტუმრებმა სწრაფი კონტრშეტევისას ანგარიშის გათანაბრება შეძლეს.
მეორე ტაიმის დასაწყისში ბუდუმ მოედნის ცენტრშე ბურთზე ბრძოლა ბაუმს მოუგო, პასი შლეიზენერს გაუკეთა და მან „კარლსრუე“ წინ გაიყვანა. მე-60 წუთზე ასლანმა თანაფარდობა აღადგინა, 75-ეზე კი ჰუნციკერმა მასპინძლები ისევ დააწინაურა და გამარჯვებაც მოუპოვა.
ქართველი 86-ე წუთზე შეცვალეს და გულშემატკივრებმა აპლოდისმენტებით გააცილეს.
„კარლსრუე“ 7 ქულით მეორე ადგილზეა (ამდენივე ქულა ლიდერ ჰანოვერს აქვს, რომელიც დამატებითი მაჩვენებლით უსწრებს) და 1-ელ სექტემბერს ბრაუნშვაიგში „აინტრახტს“ დაუპირისპირდება.
კარლსრუე. „BBBank ვიდპარკი“. 26 838 მაყურებელი
კარლსრუე - ელვერსბერგი 3:2
გოლები: 1:0 გიუნტერი (18), 1:1 შნელბახერი (29), 2:1 შლეიზენერი (48), 2:2 ასლანი (60), 3:2 ჰუნციკერი (75)