"გაუწევს თუ არა მამარდაშვილი კონკურენციას "ლივერპულის" მეკარეებს?" - ჩელებაძის ინტერვიუ რუსულ მედიასთან

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" ლეგენდარულმა ფეხბურთელმა რევაზ ჩელებაძემ Metaratings-თან ინტერვიუში "ვალენსიას" კარის დარაჯის, გიორგი მამარდაშვილის შესახებ ისაუბრა.

ჩელებაძის თქმით, გიორგი სათამაშო სტილით რინატ დასაევს ჰგავს და საკუთარ თავზე გამუდმებით მუშაობს.

-გაუწევს თუ არა მამარდაშვილი "ლივერპულის" მეკარეებს კონკურენციას?
-არამხოლოდ გაუწევს, არამედ გუნდში საუკეთესო იქნება. ის უბრალოდ შესანიშნავია. დიახ, არის გარკვეული კომპონენტები, რომლებიც უნდა გააუმჯობესოს. მაგრამ კარის ხასზე ბრწყინვალეა.

-დაეხმარა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა კარიერულ წინსვლაში?
-გეთანხმებით, ის ტურნირზე საუკეთესო იყო. ვერავინ იტყვის, რომ ევროპის ჩემპიონატზე მას რომელიმე სხვა მეკარემ აჯობა. მამარდაშვილი ფანტასტიური იყო. 23
წლის ასაკში უკვე მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული მეკარეა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ლევ იაშინი, ფეხბურთის ისტორიაში ერთადერთი მეკარე, რომელმაც "ოქროს ბურთი" მოიგო, 25 წლის იყო, როდესაც ძირითად შემადგენლობაში თამაში დაიწყო.

პირადად მე, მამარდაშვილს რინატ დასაევს შევადარებდი, რომელიც ქართველზე მუდამ დადებითად საუბრობს. დასაევი საფეხბურთო კარიერის განმავლობაში მსოფლიოს საუკეთესო 5 მეკარეს შორის მუდამ შედიოდა, დარწმუნებული ვარ, ჩემი თანამემულის შემთხვევაშიც ასე იქნება", - განაცხადა ჩელებაძემ.

შეგახსენებთ, ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ნიკოლა სკირას ინფორმაციით, მამარდაშვილი "ლივერპულთან" 6-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. ქართველი მეკარე "მერსისაიდელებს" 2025 წელს შეუერთდება, მიმდინარე სეზონს კი იჯარის წესით "ვალენსიაში" გაატარებს.

altმამარდაშვილის აღებული პენალტი და მოგერიებული "მკვდარი ბურთი" - "ვალენსიამ" მაინც წააგო [VIDEO]

altცნობილია, რა თანხას მიიღებს თბილისის "დინამო" გიორგი მამარდაშვილის "ლივერპულში" ტრანსფერიდან

altრა თანხას გამოიმუშავებს მამარდაშვილი "ლივერპულში" გადასვლის შემდეგ - ცნობილი გახდა, რა დეტალები დარჩათ შესათანხმებელი ინგლისელებს "ვალენსიასთან" ქართველის ტრანსფერის გასაოფიციალურებლად

მკითხველის კომენტარები / 9 /
ვინ რუსი დასაევი მაგის კომუნისტი…მამარდაშვილი მსოფლიო დონის ვარსკვლავია მსგავსი მეკარე ორი სამია,დასაევი კი ღრუსეთი კლოუნი იყო.ეს ძველი ფეხბურთელები ვერ გამოვიდნენ რუსულ კომუნისტური მენტალიტედიდან..გაზაევი დასაევი გაცაევი…
4
კაცს მარაკანაზეც კი გითამაშიათ და სსრკ ნაკრების ფეხბურთელებზე მეტი არავინ გახსოვთ, ბატ. რეზო?)) ბარემ ისიც გეთქვათ როგორ გავს კაშია ვაგიზა ხიდიატულინს და ჩაკვე ფედია ჩერენკოვს. ბუდუ ალბათ ზედგამოჭრილი როდიონოვია. სირცხვილია ამ დონეზე რუსების მაამებლობა!!!
სსრკ ნაკრების ფეხბურთელებზე მეტი არავინ გახსოვთ, ბატ. რეზო?))
13:50 24-08-2024
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული